2021/2022 წლების ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ოთხი ქართული ლელო გავიდა. ქართველი ლეგიონერების ოთხი გუნდიდან სამმა გამარჯვება იზეიმა, ერთი კი მხოლოდ ბონუს-ქულას დასჯერდა.

"ბრივმა" პოს" უმასპინძლა და ქართველების ბრწყინვალე თამაშის წყალობით 33:25 დაამარცხა. შეხვედრის პირველი ლელო 21-ე წუთზე ლუკა ჯაფარიძემ გაიტანა. ის დერეფნიდან გათამაშებულ კომბინაციას მიჰყვა, ლელოდან 7 მეტრში მბოჭავი კონტაქტით ჩამოიშორა და ევროთასებზე თავისი პირველი ლელო გაიტანა. ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს.

პირველიდან 68-ე წუთამდე ითამაშა თედო აბჟანდაძემ, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს ბურთი ფეხით ფრთაზე იდეალურად გადაკიდა და თანაგუნდელს მეორე ლელო გაატანინა. "ბრივმა" ტაიმი 23:6 მოიგო. თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო კვაჭი ვანო კარკაძე, ხოლო ოთარ გიორგაძე შეცვლაზე 65-ე წუთზე შევიდა.

ევროთასებზე პირველი ლელო გაიტანა თორნიკე ჯალაღონიამაც."‘ნიუკასლთან" მატჩში მან თავი 63-ე წუთზე გამოიჩინა და ანგარიში 10:10 გახდა, თუმცა სტუმრებმა გაწითლებულ დროზე გატანილი ლელოთი 17:13 მოიგეს. ჯალაღონიამ პირველიდან 71-ე წუთამდე ითამაშა, 11 შეტევით ჯამში 34 მეტრი მოიგო, დაცვაში კი 10 ბოჭვა შეასრულა. "ბიარიცის" ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ნუცუბიძე და მის ნაცვლად 50-ე წუთზე შეცვლაზე ლუკა აზარიაშვილი შევიდა. 50-ე წუთიდან ითამაშა უშანგი ჭეიშვილმაც.

ზედიზედ მეორე თამაშია ლელო გააქვს "ლიონის" გარემარბ დავით ნინიაშვილს. ამჯერად მან სადებიუტო ლელო ევროთასებზე გაიტანა, მისი "მსხვერპლი" კი ფრანგული "პერპინიანი" აღმოჩნდა. "ლიონმა" სტუმრად 37:6 მოიგო და ბონუს ქულაც აიღო. ნინიაშვილმა სრულად ითამაშა, 16 შეტევით ჯამში 120 მეტრი მოიგო, ლელო 50-ე წუთზე გაიტანა, ერთი სალელოვე პასი გააკეთა, ფაქტობრივად ყველა სალელოვე შეტევის სულისჩამდგმელი იყო და საბოლოოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

"პერპინიანისა" და "ლიონის" შეხვედრა საქართველოს 2021 წლის საუკეთესო მსაჯმა, ნიკა ამაშუკელმა იმსაჯა.

"ტულონი" "ვუსტერს" ინგლისში ეწვია და 34:23 დაამარცხა. ბექა გიგაშვილი შეცვლაზე 45-ე წუთზე შევიდა, მე-60-ე წუთზე სტუმართა მეოთხე ლელო გაიტანა და გუნდს ბონუს-ქულა შესძინა.

ჩელენჯ ქაფის მეოთხე ტურის თამაშები 21-23 იანვარს გაიმართება.

ჩემპიონთა თასის მესამე ტურში ‘რასინგ 92’-მა უელსში "ოსპრეიზი" 25:10 დაამარცხა. პარიზელთა შორის შეცვლაზე 54-ე წუთიდან ითამაშა გურამ გოგიჩაშვილმა.

"ლა როშელმა" ინგლისურ "ბათს" უმასპინძლა და 39:21 დაამარცხა, თანაც ისე, რომ ბინუსიც აიღო. გამარჯვებულთა შორის 54-ე წუთიდან ითამაშა გურამ პაპიძემ.

ინგლისში "ბრისტოლთან" 17:28 დამარცხდა "სტად ფრანსე", რომლის შემადგენლობაში შეცვლაზე, 47-ე წუთიდან ითამაშა ვასილ კაკოვინმა.

"მონპელიე" "ლენსთერს" ირლანდიაში ეწვია და 7:89 დამარცხდა. სტუმართა შორის გელა აფრასიძემ სრულად ითამაშა. ძირითადში იყო და 46-ე წუთზე შეცვალეს მიხეილ ნარიაშვილი.

rugby.ge

დ
აი, ნინიაშვილის დონის რაგბისტები თუ გვეყოლა ნაკრებში, ფიჯის კი არა, ზელანდიასაც არაფერს არ მივცემთ, ეს ბიჭი ნამდვილი მარგალიტია. როგორ მახსოვს მაისაშვილი მათიაშვილს ათამაშებდა და ეს ბიჭი სათადარიგოდ ჰყავდა კაი 4-5 თამაში?! მწვრთნელი სწორედ ისაა, ვინც ტალანტს ეგრევე ამოიცნობს, მაისაშვილს ძალიან ბევრი დრო დასჭირდა ამის მისახვედრად, მაგის მერე დიდი წარმოდგენის არა ვარ მასზე.
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ლეგიონერები: ნარიაშვილის 150 და ორი ლელო პრო დე2-ში
ლეგიონერები - ლუკა ჯაფარიძის პირველი ფრანგული ლელო
ფრანგული რაგბის ოსკაროსანი - დავით ნინიაშვილი
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში
ლეგიონერები - გიგაშვილის ლელო სანაკრებო შეკრებამდე
ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
ლეგიონერები | ხუთი ლელო საფრანგეთის მე-6 ტურში
ნიკა ამაშუკელი ექვსი ერის მთავარ მატჩში
ქართველები ევროთასების ფინალში
ოთხი მსაჯით ჩემპიონთა თასზე!
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დაფრინავს - პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გერმანიას 42:0 ამარცხებენ
ნიკა ამაშუკელი ნოემბრის ტესტებზე
ლეგიონერები | სამი ლელო საფრანგეთში
"კლუბზე მაღლა არავის დავაყენებთ" - ნინიაშვილი "ლიონს" დატოვებს
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან
ლეგიონერები - ჯალაღონიას მესამე ფრანგული ლელო
კიდევ ორი ქართველი "ბარბაროსი" - გიგაშვილი და ნინიაშვილი
ლეგიონერები | ორი ლელო და სამნი სიმბოლურში
ლეგიონერები: ტური ტოპ 14-ში და გადადებული მატჩები პრო დე2-ში
"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამშობლოში დაბრუნდნენ [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ლეგიონერები | სამი ლელო ტოპ 14-ის მე-5 ტურში
რაგბის ლეგიონი: ქართველების "ბრივი" ტოპ 14-ში დაბრუნდა!
ტოპ 14: დებიუტები და 8 ქართველი მეექვსე ტურში
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს