მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ფორმატი ცნობილია - როგორია საქართველოს ნაკრების შანსები

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბიმ 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის დეტალები გამოაქვეყნა.

2019 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპისგან განსხვავებით, ისე, როგორც წინა წლებში, ევროპას ორი პირდაპირი (4 წლის წინ 1-მდე შემცირდა) ადგილი დაუბრუნდა. შედეგად, 2023 წლის საგზურს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი მოწინავე გუნდი მიიღებს (2021/22 წლების შედეგების მიხედვით), მესამე კი დასკვნით საკვალიფიკაციო ეტაპში, რეპეშაჟში ჩაერთვება.

საფრანგეთში თამაში უკვე დაბევებული აქვს იმ 12 გუნდს, რომლებმაც იაპონიაში ჯგუფურ ეტაპზე პირველი-მესამე ადგილები დაიკავეს. ესენი არიან: სამხრეთი აფრიკა, ინგლისი, ახალი ზელანდია, უელსი, იაპონია, საფრანგეთი, ავსტრალია, ირლანდია,
შოტლანდია, იტალია, არგენტინა, ფიჯი.

დარჩენილი 8 ადგილიდან ორი ევროპას ერგება. ასევე ორ პირდაპირ საგზურს მიიღებს ამერიკა, მესამე კი რეპეშაჟში ჩაერთვება. თითო ადგილი ერგება აფრიკისა და ოკეანეთის გამარჯვებულებს. ოკეანეთის გამარჯვებული 2021 წელს, სამოასა და ტონგას შორის ორმატჩიანი დუელით (შინ და გარეთ) გამოვლინდება. ამ წყვილში დამარცხებული გუნდი საფრანგეთის საგზურისთვის ასევე შინ და გარეთ აზიის შესარჩევი ტურნირის გამარჯვებულს შეხვდება, დამარცხებული კი რეპეშაჟში გადაინაცვლებს.

2023 წლის მსოფლიო თასის ბოლო მონაწილე 2022 წლის ნოემბერში გამოვლინდება და ის რეპეშაჟის გამარჯვებული იქნება, რომელშიც ევროპისა და ამერიკის მესამე გუნდები, აფრიკის მეორე და აზია/ოკეანეთის წყვილში დამარცხებული ნაკრებები ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრების შანსებზე თუ ვისაუბრებთ, სასწაულის მოხდენა საკმარისი არ იქნება, ჩვენი ეროვნული გუნდი მსოფლიო თასს მიღმა რომ დარჩეს. მთავარი კონკურენტები, ალბათ, ესპანეთი და რუმინეთი (თუ გააუმჯობესეს თამაში, თუ არადა, რუსეთი) იქნებიან.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
მსოფლიო რაგბი უკვე ისეთ მარაზმშია, მახათიც კი გაუცვდა. ერთ სეზონზე იქით გადაგორდებიან, მეორე სეზონზე - აქეთ. სულ ეს არის ამ ორგანიზაციის საქმე
: )))))))
13:56 11-06-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული