სონი ბილმა ტრუსი და წინდები გაიხადა და მაყურებლებს გადაუყარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ოთხი ერის გათამაშების მორიგ მატჩში "ოლ ბლექსმა" სტუმრად, ბუენოს აირესში არგენტინის ნაკრები 36:10 დაამარცხა. თამაშის დასრულების შემდეგ ახალზელანდიელთა შუამარბმა სონი ბილ უილიამსმა ტრუსი და წინდები გაიხადა და მაყურებლებს ტრიბუნებზე გადაუყარა.

პირველად არ ხდება, როცა ეს სუპერვარსკვლავი ქომაგების მიმართ სიკეთეს იჩენს. სონი ბილი წამითაც არ დაფიქრებულა, ისე მოიხსნა მსოფლიოს ჩემპიონის მედალი და რაგბის პატარა ქომაგს აჩუქა. ეს 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების ფინალური მატჩის
დასრულების შემდეგ მოხდა ლონდონში, ინგლისური რაგბის მექა "თვიქნემზე". მაშინ "მსოფლიოს რაგბიმ" სონი ბილის ეს საქციელი ძალიან მოიწონა და მისთვის ერთი მედალი სპეციალურად დაამზადებინა.

აღსანიშნავია, რომ მან ტრუსი წლეულს, ოქლენდში გამართული პირველი ტესტმატჩის შემდეგაც აჩუქა ერთ-ერთ ქომაგს.

"გამოდის, ის ან ყველაზე კეთილი მორაგბეა მსოფლიოში, ან უბრალოდ, საკუთარი სათამაშო ფორმის გარეცხვა ეზარება", - წერს rugbydump.com.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხო სულ თვითონ რეცხავს ფორმას
აკო
15:58 06-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული