საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც COVID19-ის პანდემიის გამო, 27-30 აპრილს ელექტრონული მეთოდით ჩატარდა, მან 51-იდან 28 ხმა მიიღო. არჩევნების შედეგები ოფიციალურად 12 მაისს უნდა გასაჯაროებულიყო, თუმცა მხარეთა შეთანხმებით, ეს 10 დღით ადრე მოხდა.
68 წლის ინგლისელი "მსოფლიო რაგბს" 2016 წლიდან ხელმძღვანელობს. არჩევნებში მისი კონკურენტი 45 წლის არგენტინელი აგუსტინ პიშო (23 ხმა) იყო, რომელიც 2016 წლიდან "მსოფლიო რაგბში" ვიცე-პრეზიდენტად მუშაობდა.
"მსოფლიო რაგბის" ახალ ვიცეპრეზიდენტად საფრანგეთის რაგბის
"ჩემთვის დიდი პატივია „მსოფლიო რაგბის“ მანდატის მიღება და მინდა ნდობისთვის მადლობა გადავუხადო კოლეგებს ქვეყნებისა და რეგიონალური კავშირებიდა. მართალია ამ არჩევნებში კონკურენტები ვიყავით, მაგრამ ასევე მადლობას ვუხდი აგუსტინს, რომელიც მხარში მედგა უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში და ბევრ საკითხში ვთანხმდებოდით. თამაშის განვითარებაში მისი როლი განუზომლად დიდია" - განაცხადა ბომონტმა შედეგების გაცნობის შემდეგ და COVID19-ით გამოწვეული პაუზის ფონზე დაამატა:
"უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ბევრს მივაღწიეთ. ახლა დაპაუზებულები ვართ, თუმცა წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. ახლა მაქვს 4-წლიანი მანდატი და ბერნარდთან ერთად პროგრესისკენ მიმართული ცვლილებების რეალიზებას ვეცდები. როგორც ორგანიზაცია, უნდა ვიყოთ გამჭვირვალენი და გავხადოთ სპორტის ეს შესანიშნავი სახეობა კიდევ უფრო უკეთესი. უნდა მოვუსმინოთ მორაგბეებს, გულშემატკივრებს, ჩვენს წევრ ორგანიზაციებს და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ყველას ინტერესს დააკმაყოფილებს.
ზეიმის დრო არ გვაქვს. COVID19-ის ფონზე, უნდა გამოვნახოთ თამაშში დაბრუნების გზები, მოთამაშეთა უსაფრთხოების პრიორიტეტებით და ვეცადოთ დავუბრუნდეთ საერთაშორისო მატჩებს საკლუბო ტურნირებთან თანამშრომლობით"
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით