ბილ ბომონტი კიდევ 4 წელი "მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტი იქნება

AutoSharing Option
"მსოფლიო რაგბის" მოქმედი პრეზიდენტი, ინგლისელი ბილ ბომონტი, მეორე ვადით აირჩიეს და თანამდებობაზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში რჩება.

საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც COVID19-ის პანდემიის გამო, 27-30 აპრილს ელექტრონული მეთოდით ჩატარდა, მან 51-იდან 28 ხმა მიიღო. არჩევნების შედეგები ოფიციალურად 12 მაისს უნდა გასაჯაროებულიყო, თუმცა მხარეთა შეთანხმებით, ეს 10 დღით ადრე მოხდა.

68 წლის ინგლისელი "მსოფლიო რაგბს" 2016 წლიდან ხელმძღვანელობს. არჩევნებში მისი კონკურენტი 45 წლის არგენტინელი აგუსტინ პიშო (23 ხმა) იყო, რომელიც 2016 წლიდან "მსოფლიო რაგბში" ვიცე-პრეზიდენტად მუშაობდა.

"მსოფლიო რაგბის" ახალ ვიცეპრეზიდენტად საფრანგეთის რაგბის
კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ბერნარ ლაპორტი აირჩიეს, ასევე დამტკიცდა ახალი აღმასრულებელი კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში 7 ახალი წევრია. მართალია არჩევნების შედეგები დათქმულზე ადრე გამოცხადდა, თუმცა განახლებული აღმასრულებელი კომიტეტი მუშაობას ოფიციალურად 12 მაისიდან შეუდგება.

"ჩემთვის დიდი პატივია „მსოფლიო რაგბის“ მანდატის მიღება და მინდა ნდობისთვის მადლობა გადავუხადო კოლეგებს ქვეყნებისა და რეგიონალური კავშირებიდა. მართალია ამ არჩევნებში კონკურენტები ვიყავით, მაგრამ ასევე მადლობას ვუხდი აგუსტინს, რომელიც მხარში მედგა უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში და ბევრ საკითხში ვთანხმდებოდით. თამაშის განვითარებაში მისი როლი განუზომლად დიდია" - განაცხადა ბომონტმა შედეგების გაცნობის შემდეგ და COVID19-ით გამოწვეული პაუზის ფონზე დაამატა:

"უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ბევრს მივაღწიეთ. ახლა დაპაუზებულები ვართ, თუმცა წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. ახლა მაქვს 4-წლიანი მანდატი და ბერნარდთან ერთად პროგრესისკენ მიმართული ცვლილებების რეალიზებას ვეცდები. როგორც ორგანიზაცია, უნდა ვიყოთ გამჭვირვალენი და გავხადოთ სპორტის ეს შესანიშნავი სახეობა კიდევ უფრო უკეთესი. უნდა მოვუსმინოთ მორაგბეებს, გულშემატკივრებს, ჩვენს წევრ ორგანიზაციებს და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ყველას ინტერესს დააკმაყოფილებს.

ზეიმის დრო არ გვაქვს. COVID19-ის ფონზე, უნდა გამოვნახოთ თამაშში დაბრუნების გზები, მოთამაშეთა უსაფრთხოების პრიორიტეტებით და ვეცადოთ დავუბრუნდეთ საერთაშორისო მატჩებს საკლუბო ტურნირებთან თანამშრომლობით"

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
აქამდე ვოცნებობდით მაინც სარაგბო ელიტაში შესვლაზე და ამის შანსი 5-10% მაინც იყო, ახლა ეს შანსები 0-ზე დავიდა
სიმართლე
04 მაისი 2020 14:05
0
იაპონიას ალბათ ელიტაში ჩართვას შეჰპირდნენ,აფრიკის ქვეყნები კი,როგორც ამ ბოლო ხანებში, თითქმის ყველა ფედერაციაში ხდება,ქრთამზე გაიყიდნენ.როცა ამ 4 ფედერაციიდან ხმების მიცემა დაყოვნდა,უკვე დავეჭვდი,რომ ზურგს უკან ვაჭრობა მიდიოდა.მგონი არ შევმცდარვარ.
სოსო
03 მაისი 2020 10:53
0
იაპონიამ არჩევნებამდე დაადასტურა რო ინგლისელის მხარეს იყო
Irakli Apkhaidze
03 მაისი 2020 12:35
0
ბრიტანელების ბინძური ლობი და მეტი არაფერი. მალე ეგ ორგანიზაცია პუტინის რუსეთს დაემსგავსება. სულაც დაპაუზებულები იყვნენ - თავი რითი მოაქვთ ნეტავ ამ ევროპელებს? სამხრეთ ნახევარსფეროელები ათი კი არა , ასი თავით სჯობნიან
: )))))))
02 მაისი 2020 21:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული