აბუსერიძის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის არჩეული პრეზიდენტის, ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებმა საჯარო რეესტრის სააგენტოსთან აქცია მოაწყვეს.

მოგეხსენებათ, რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, თუმცა საჯარო რეესტრში აცხადებენ, რომ არის გარკვეული უზუსტობები, რომელთა მოწესრიგების გარეშე ახალ პრეზიდენტს ვერ დაარეგისტრირებენ.

"არჩევნებზე ქვორუმი შედგა, საჯარო რეესტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ირაკლი აბუსერიძემ არჩევნები მოიგო, თუმცა საჯარო რეესტრში არ ამტკიცებენ, თითქოს ვადებში გადახრა იყო. დოკუმენტაცია შეგროვებულია და ველით გონივრულ პასუხს. თუ ასეთ პასუხს ვერ მივიღებთ, ჩვენი აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს", - აცხადებს ვეტერანი მორაგბე ვიქტორ დიდებულიძე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
Ძალიან ბოროტი ადამიანი მგონია. იმედია ვცდები.
Ჯინი
09:04 10-02-2021
0
კიდევ ერთხელ მოგმართავთ რაგბის თემს ! ! ! არ მინდა, რომ ქართული რაგბის იმიჯი და ინსტუციური განვითარება განადგურებული იყოს ჩვენივე სიაბდლით. ისევე როგორც არ მინდა ქართველ რაგბისტებზეც გავრცელდეს ცნობილი რუსული გამოთქმა: Сила есть, ума не надо! არ მინდა, რომ ირაკლი აბუსერიძემ, როგორც თამაშის დროს ე.წ. "ბობსქეთით" უაზროდ და უმისამართოდ ისროდა რაგბის ბურთს ფეხით, ასევე უმისამართოდ ისროლოს გაურკვევლობაში, დღემდე შრომით, სისხლით და ოფლით მოტანილი ქართული რაგბი ! ! ! არ მინდა, რომ ერთი ადამიანის უსაფუძვლო ამბიციებს გადაყვეს მილიონობით ქართველისთვის საყვარელი, ვაჟკაცური სპორტის სახეობა ! ! ! ყოფილმა ნაქოცარმა პარლამენტარმა უნდა იცოდეს (რამე რომ ესწავლა), რომ ქვეყანა დიდ ფინანსურ - ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება და უახლოეს თვეებში დეფოლტია მოსალოდნელი, რაც გამოწვევს საქართველოს ბიუჯეტის რადიკალურ სეკვესტრს და მოსალოდნელია, რომ სპორტულ ფედერაციებს და კავშირებს ან საერთოდ შეუწყდეთ, ან მინიმუმამდე შეუმცირდეთ დაფინანსება. აქვე ღიად ვიტყვი მერე ვინმემ რომ რამე არ დამაბრალოს; კობახიძის და ივანიშვილის მყვარებელის დედა ......., მაგრამ ისევ მაგათთან არ უნდა მიხვიდეთ დახმარებისთვის (თუ ფედერაციის სათავეში დარჩით), რომ გაიძახით რაგბის საქმეში ნუ ერევითო? გიჟია გია ნიჟარაძე, მადლობას რომ უხდის ივანიშვილს? სად იქნებოდა ქართული რაგბი, რომ არა ოლიგარქის და მისი საქველმოქმედო ფონდის "ქართუ" -ს უპრეცედენტო დახმარება? გია ნიჟარაძის, პერსონალური დამსახურება არ არის, რომ შედგა სახელმწიფოს, რაგბის კავშირის და მთავარი ფინანსური დონორის უპრეცედენტო (განსხვავებით სხვა სპორტული ფედერაციებისგან) თანამშრომლობა? როგორც გადმოცემით ვიცი ოლიგარქი ძალიან ჯიუტია და როგორც თქვენივე "ჩაშვებით" გამოჩნდა რაგბის სამყოროს მან გამოუგზავნა თავისი ნდობით აღჭურვილი ადამიანები და შემოგთავაზათ კანდიდატურა რომელიც ის ანდობს რაგბისთვის განკუთვნილ თავის ფულს. ისიც გამოჩნდა, რომ ის აღარ ენდობა ყოფილ სრკ -ს პრეზიდენტს (თბილისში არაფერი იმალება და როგორც ჩანს ბატონი გოჩა სვანიძე სრკ -ის საკუთრებაში არსებული მიწის გასხვისების დროს წასრებულია "ღორობაში") და თქვენ ამ დროს "ღორთან" გარიგებაში შედიხართ, თუდაც ამის გამო როგორ უნდა გენდოთ ვინმე. ქვეყანაში საყოველთაო გაჭირვების და ფინანსურ - ეკონომიური კრიზისის პირობებში დიდად არც თიბისი -ს და არც სხვა სპონსორების იმედი არ უნდა გვქონდეს. ბატონმა ირაკლი აბუსერიძემ და მისმა უახლოესმა გარემოცვამ ეს რეალობა უნდა იცოდეს და მაშინ ისინი წმინდა წყლის ავანტურისტები გამოდიან და, თუ არ იციან კიდევ უფრო დიდ უბედურებასთან გვაქვს საქმე. დასკვნა ერთია; ან რაგბის ოჯახი გაითვალისწინებს რეალობას და ივლის რაგბის ინსტიტუციური განვითარების გზით ან ქართული რაგბი 20 წლის წინანდელ ეპოქაში იქნება მოსროლილი, როცა შიშველი პატრიოტიზმის და ჩვენი რაგბისტების თავგანწირვის იმედზეღა ვიქნებით დარჩენილი. იმედია გვეყოფა გონიერება და ავიცილებთ უსახსრობის გამო ქართველი რაგბიტების გარდაუვალ მასობრივ მიგრაციას სხვა ქვეყნებში და უპირველესად რუსეთში, სადაც რრფ -ს ფული არასოდეს გაუთავდება მისი პრეზიდენტის გამოისობით, რომელიც რუსეთის საგადასახო სამსახურს უდგას შეთავსებით სათავეში. იმედია, მართლაც რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !
პანტელეიმონი
17:02 06-02-2021
0

სიახლეები პოპულარული