"შავი ლომი" რუსულ "ლოკომოტივ-პენზასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
რაგბი ევროპის სუპერთასის მეხუთე ტურში "შავი ლომი" მოულოდნელად საკუთარ მოედანზე 16:19 დამარცხდა "ლოკომოტივ-პენზასთან".

რუსული გუნდი "შავმა ლომს" გასვლაზე ბონუსით 27:11 ჰყავდა დამარცხებული, დღევანდელი მატჩის წინ მათმა მწვრთნელმა ალეკსანდრ იანიუშკინმა თქვა, რომ მოსაგებად ითამაშებდნენ და მოიგეს კიდეც.

პირველი ტაიმი 11:11 დასრულდა, ჩვენმა გუნდმა მეორე ტაიმშიც დაუშვა ინდივიდუალური და გუნდური შეცდომები და დასანანი მარცხი განიცადა.

11 დეკემბერს, მეექვსე ტურში "შავი ლომი" "ენისეის" უმასპინძლებს.

შავი ლომი
15. ლაშა ხმალაძე, 14. მირიან მოდებაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი,
9. თენგიზ პერანიძე; 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი

16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკა აბულაძე, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია, 21. ლუკა მატკავა, 22. სანდრო სვანიძე, 23. გურამ ქანდაურაშვილი

2 ლელო: თოდუა, პერანიძე. 2 საჯარიმო - გ. ბაბუნაშვილი

მკითხველის კომენტარები / 50 /
მომკალი და არ მჯერა ამ თამაშის წაგების. ალბათ საქმეს ასე სჭირდებოდა. მაისაშვილმა უკეთ იცის ყველაფერ ამის შესახებ. მთავარია ენისეი დავამარცხოთ 11 დეკემბერს!
....
07 დეკემბერი 2021 09:57
4
პემზაში თამაშაში რომ მოვიგეთ, მაშინ ხომ გვქოდა რუსებზე ძლიერი სარაგბო ჩემპიონატი?
....
05 დეკემბერი 2021 16:05
5
პენზაში
....
06 დეკემბერი 2021 15:34
0
:)ვკითხულობ კომემტარებს,გაოცებული ვარ-პემზაში თამაშაში რომ მოვიგეთ, მაშინ ხომ გვქოდა რუსებზე ძლიერი სარაგბო ჩემპიონატი? მაისაშვილმა თამაში განზრახ წააგო...!
....
05 დეკემბერი 2021 14:54
5
რა კომენტარებია? კოლექტიური გვარამია წერს? არ მომხდარა კატასრტოფა. შესაძლებელი იუო ამ შემადგენლობით წაგება. ენისრისთან სულ სხვა გუნფი იქნება. აბა სხვაგან სად უნდა გამოცადო.მოთამაშეები?
Kamo
05 დეკემბერი 2021 12:45
13
ქართველების დახმარებით მოიგეს რუსე­ბმა
zviadi
05 დეკემბერი 2021 12:37
2
არ მიკვირს, საქართველოს ნაკრების ბოლო შედეგებიდან გამომდინარე. ქვეყანაში რამდენიმე წელია რაგბის განვითარებაში საგრძნობი უკუსვლაა. დროზეა მისაღები ზომები, თორემ მალე ნაკრებიც ვეღარ მოუგებს რუმინენეთსა და თვით რუსეთსაც კი.
გიზოგ
05 დეკემბერი 2021 11:59
4
ამ ეტაპზე აშკარად გამოჩნდა, რომ გვესაჭიროება უცხოელი ტრენერების დახმარება, გვესაჭიროება კომპეტენტური მძლეოსნობის, ძალოსნობის და ტაქტიკური მომზადების ტრენერები. ამას ჭირდება ფული. ფული საქართველოში აქვს ბევრს გარდა ბიძოსი და ამიტომ საჭიროა ამ ხალხის ჩართვაც ამ პროცესში. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ რაგბს ჭირდება რეალური დახმარება რათა საკლუბო დონე ავწიოთ, თორემ ვერ განვვითარდებით და მუდმივად ამ დონესაც ვერ შევინარჩუნებთ. ჯერ იქნება სტაგნაცია და მერე ნელ-ნელა წავალთ უკან და გავახარებთ მავანთ, რომლებიც იძახიან და იძახდნენ რომ არ ვაკმაყოფილებთ უმაღლეს დონეზე თამაშს. ჩემი აზრით წავაგეთ საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებლობის გამო, თუმცა ესეც არაპროფესიონალიზმის ბრალია. მოკლედ მგონია რომ სირცხვილი ვჭამეთ, მეწყინა მაგრად რა.
Patrioti
05 დეკემბერი 2021 11:20
3
სტაბილურობა დააკლდათ როგორც ყოველთვის და რამდენიმეწუთიანი გამონათებები თამაშს ვერ მოიგებს
შოკირებული გულშემატკივარი
05 დეკემბერი 2021 11:50
1
მგონი, ისეთ დღეში ვართ, ამობრუნებული ურმის მერეც ვერ ვხედავთ გზას.
დიმა
05 დეკემბერი 2021 11:00
3
მაისაშვილი გამოვა და იტყვის “წინ გადადგმული ნაბიჯიაო” მოეწონებოდა რამე ამ თამაშში და ეს კაცო ნაკრების მწვრთნელია
05 დეკემბერი 2021 05:16
4
ძლივს არ მოვიგეთ!
რუსი
05 დეკემბერი 2021 01:45
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული