"შავი ლომი" შოტლანდიაში "ედინბურგთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში „შავი ლომი“ სტუმრად „ედინბურგთან“ 15:36 დამარცხდა.

თამაში მასპინძელთა დომინირებით მიმდინარეობდა, რომლებმაც პირველი ტაიმი 24:3 მოიგეს, თუმცა მსაჯმა მათ მორაგბეს მარკუს ბრედბერის წითელი ბარათი უჩვენა. შესვენების შემდეგ ქართულმა გუნდმა თამაში გამოასწორა, ორი ლელო გაიტანა (ირაკლი ქვათაძემ და შალვა აფციაურმა), მაგრამ საბოლოოდ მარცხი განიცადა.

„შავმა ლომმა“ ოთხი შეხვედრიდან ერთი მოიგო და პლეი-ოფში ვერ გავიდა.

ედინბურგი. Hive Stadium
ედინბურგი - შავი ლომი 36:15
შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. იოანე
მეტრეველი, 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ვასილ კაკოვინი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გურამ ღანიაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპ.).
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. დემურ ეფრემიძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. ამირან შვანგირაძე, 23. ალექსანდრე თოდუა.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
ტყემალაძე ათამაშეთ, ეგ მოგაგებინებთ)))
და რატომ უნდა მოგვეგო, რითი ვჯობივართ?
22:49 19-01-2025
1
ასე უშანსოდ, მერამდენედ უნდა წავაგოთ? ტეხავს...
გიორგი 50
20:26 19-01-2025
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული