U18. საქართველო-იაპონია 42:17 - ისევ ფინალში, ისევ ფრანგებთან! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა "რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატის" ნახევარფინალურ მატჩში იაპონიის ნაკრები დაამარცხა - 42:17 და ზედიზედ მესამედ ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც 15 აპრილს, მასპინძელ საფრანგეთს დაუპირისპირდება.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს, ფაქტობრივად, ყველა კომპონენტში აჯობეს. სისწრაფე, გამძლეობა, ფიზიკური ძალა, სტატიკურ მდგომარეობაში თამაში. იაპონელებს თითქოს რაკში თამაშისას ჰქონდათ უპირატესობა, მაგრამ მატჩის მეორე ნახევარში ჩვენმა მორაგბეებმა ამ კომპონენტსაც აუღეს ალღო.

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა მორაგბეემა მეტოქე ერთი-ერთზე ორთაბრძოლებშიც დაჩაგრეს. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" თითო ლელო ორივე ტაიმის დასაწყისშივე მიითვალეს. მორკინალებს შესანიშნავად
უბამდნენ მხარს უკანახაზელები. ექვსი ლელოდან ორი მესამეხაზელმა გიგი ლეშკაშელმა მიითვალა, თითო ოთარ ძაგნიძის, კონსტანტინე მარჯანიშვილის, საბა ხურცილავასა და ლევან ნარიმანიძის ანგარიშზეა. თედო აბჟანდაძემ თითო საჯარიმო და გარდასახვა გაიტანა. მას ფულბეკი გიორგი ასათიანი წამოეშველა, რომელმაც ერთი საჯარიმო და ორი გარდასახვა მიითვალა.

საქართველოს ნაკრები ფინალში საფრანგეთის გუნდს დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში პორტუგალიას სძლია - 47:0.

საქართველო: 15. გიორგი ასათიანი, 14. კონსტანტინე მარჯანიშვილი, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ძაგნიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. საბა ხურცილავა. 1. ლუკა ჭელიძე, 2. სოსო ჭყოიძე, 3. ლუკა აზარიაშვილი, 4. ლუკა გელაშვილი, 5. საბა ჯღარკავა, 6. რატი ჟორჟოლიანი, 7. ბექა ყორიაული, 8. გიგი ლეშკაშელი.
სათადარიგოები: 16. გიორგი ახალაძე, 17. ვანო კარკაძე, 18. გია ხარაიშვილი, 19. ნიკა წივწივაძე, 20. კობა კოლოტაური, 21. მიხეილ ალანია, 22. რევაზ ხარაზიშვილი, 23. ლევან ნარიმანიძე, 24. ირაკლი სიმსივე, 25. იოანე იაშაღაშვილი, 26. გოჩა ჩანადირი.
6ლ: ხურცილავა, ძაგნიძე, ლეშკაშელი (2), ნარიმანიძე, მარჯანიშვილი, 2ს: აბჟანდაძე, ასათიანი. 3გ: აბჟანდაძე, ასათიანი (2)

რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატი
V-VIII ადგილებისთვის
ბელგია-კანადა 19:0
ესპანეთი-აშშ 26:22

ნახევარფინალი
საქართველო-იაპონია 42:17
საფრანგეთი-პორტუგალია 47:0


VII ადგილისთვის
კანადა-აშშ

V ადგილისთვის
ბელგია-ესპანეთი

III ადგილისთვის
იაპონია-პორტუგალია

ფინალი
საქართველო-საფრანგეთი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ოთარ ძაგნიძე,იმ ლეგენდარული ნუგზარ ძაგნიძისა რა არის?
ჩვენი მწვრთნელები უეჭველია გამოიტანდნენ დასკვნებს საფრანგეთთან ნათამაშევიდან და დიდი იმედიც მაქვს რომ ღირსეულად ვითამაშებთ,მაგრამ მათთან გამარჯვებისათვის რადიკალურად უნდა გაუმჯობესდეს დაცვაში თამაში და აუტის მოწოდება.ის რაც გაგვივიდა სხვებთან,ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაგვივა ფრანგებთან.ჰო,ასამაღლებელია შერკინების დისციპლინაც,ძალიან ხშირად ვჯარიმდებით.მაინც მიმაჩნია რომ ეს ნაკრები უფრო ძლიერია წინა ფორმაციის ნაკრებზე და იმედი ვიქონიოთ,რომ ბრძოლა გაცილებით უფრო საინტერესო და დაძაბული გამოვა,მთავარია ჩვენებმა უკომპლექსოდ,დაძაბულობის გარეშე ითამაშონ მაგრამ ეს ადვილი ნამდვილად არ იქნება.ეს ჩემპიონატი უკვე შეიძლება აქტივში ჩავითვალოთ,ფრანგებთან კი უკვე ღირსებისათვის უნდა ვიბრძოლოთ და თუ დავამარცხებთ,ალბათ ეგენიც გაიქცევიან ევროპის ჩემპიონატიდან.
სოსო
00:18 14-04-2017
0
მაგარი ბიჭები ხართ,მაგრამ ბოლომდე ბრძოლაა საჭირო,ფრანგებსაც უნდა მოუგოთ.
0

სიახლეები პოპულარული