U18. საფრანგეთი VS საქართველო - მესამე ცდა ევროპის დასაპყრობად

AutoSharing Option
დღეს, 15 აპრილს, საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში მიმდინარე "რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატის" ფინალურ შეხვედრაში მასპინძელ თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდება.

ქალაქ ბრეტანში მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, გულშემატკივარს კი მისი ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ტურნირის 1/4-ფინალში კანადის ნაკრები ანგარიშით 43:3 დაამარცხეს, ხოლო 1/2-ფინალში იაპონიას 42:17 სძლიეს. თავის მხრივ ფრანგებმა ესპანეთსა (36:9) და პორტუგალიას (47:0) აჯობეს.

- U18. საქართველო-კანადა 43:3 - სოლიდური "უმცროსი ბორჯღალოსნები" [VIDEO]
- U18. საქართველო-იაპონია 42:17 - ისევ ფინალში, ისევ ფრანგებთან!
[VIDEO]


საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურის ცნობით, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით ჩავლეიშვილმა ფრანგებთან თამაშისთვის შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა.

განაცხადში არაა ლუკა გელაშვილი, რომელსაც ტესტით მცირე ტვინის შერყევა დაუდგინდა და მწვრთნელებმა არ გარისკეს. მის ნაცვლად შერკინების მეორე ხაზში თამაშს იოანე იაშაღაშვილი დაიწყებს, ხოლო მარცხენა ბურჯად ლუკა ჭელიძის ნაცვლად, გიორგი ახალაძე დადგება. ერთი ცვლილებაა უკანა ხაზში: დემურ თაფლაძის ნაცვლად, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს, სასტარტოში ირაკლი სიმსივე იქნება.

"უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მასპინძლებთან თამაშის წინ თავის მოლოდინზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრძოლა ბოლო წუთამდე გაგრძელდება.

"საფრანგეთის ნაკრები უპირობო ლიდერია, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.

განვიხილეთ მისი განვლილი თამაშები. ესპანეთთან დაძაბული ბრძოლა წარიმართა. როგორც ჩანს, ფრანგები მეტოქისგან ასეთ კარგ თამაშს არ ელოდნენ, მაგრამ მერე ზედიზედ 2 ლელო დადეს და მატჩის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანეს.

ფრანგების შემადგენლობა აღნაგობით გამორჩეულია და სიმაღლეში ნამდვილად მოგვიგებენ, ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვთ, მაგრამ ეს ფინალია და მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ. არ გვაქვს განწყობა, რომ კარგად ვითამაშოთ და მცირედით წავაგოთ - ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვნახოთ, ამ ბრძოლაში გამარჯვება ვის დარჩება"

აღსანიშნავია, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც წელს აშშ, კანადა და იაპონიაც დაემატნენ, გადამწყვეტ შეხვედრაში ზედიზედ მესამედ უპირისპირდება საფრანგეთს. წინა ორ შემთხვევაში გამარჯვება ჩვენს მეტოქეს დარჩა.

საქართველოს ნაკრები:
15. გიორგი ასათიანი, 14. კონსტანტინე მარჯანიშვილი, 13. ირაკლი სიმსივე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ძაგნიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. საბა ხურცილავა. 1. გიორგი ახალაძე, 2. სოსო ჭყოიძე, 3. ლუკა აზარიაშვილი, 4. იოანე იაშაღაშვილი, 5. საბა ჯღარკავა, 6. რატი ჟორჟოლიანი. 7. ბექა ყორიაული, 8. გიგი ლეშკაშელი.
სათადარიგოები: 16. ლუკა ჭელიძე, 17. ვანო კარკაძე, 18. გია ხარაიშვილი, 19. ნიკა წივწივაძე, 20. კობა კოლოტაური, 21. მიხეილ ალანია, 22. რევაზ ხარაზიშვილი, 23. ლევან ნარიმანიძე, 24. დემურ თაფლაძე, 25. გოჩა ჩანადირი.
მკითხველის კომენტარები / 16 /
გიორგი,ყველაფერში გეთანხმები,გარდა იმისა,რომ ეს მარაზმია,ამას კლასში და სპეციალურ მომზადებაში სხვაობა ჰქვია.შეადარე ცვენი პირველობის კლასი და სისწრაფეები ფრანგებისას და პასუხი მანდ არის,მაგრამ ეს ნაკრები უფრო უკეთ რომ გამოიყურებოდა ვიდრე წინა ფორმაციისა,მგონი დამეთანხმები,თუმცა ეგეცაა,მათ გაცილებით ძლიერ გუნდებთან მოუწიათ თამაში.უბრა₾ოდ 57-0 სა და 36-18 ს შორის საგრძნობი სხვაობაა,წინა ორ თამაშში კი ასეთივე უპირატესობა ჩვენ გვქონდა სხვებზე და ეს გვაძლევს იმის საფუძველს,რომ მომავალს ოპტიმისტურად ვუყუროთ.ეს ბიჭები ცდილობენ დინამიური რაგბი ითამაშონ და სხვაობა წინა ფორმაციებთან აქაც საგრძნობია,უკანახაზელებიდან მეკომ ითამაშა მეორე ლიგაში,ვასკა ლობჟანიძეა ახლა და გათავდა,ამ ბიჭებს კი ვფიქრობ აქვთ შანსი ითამაშონ საფრანგეთის გუნდების უკანა ხაზებში,თავიდან თუნდაც დაბალ ლიგებში,მანამდე კი აქ სხვებიც,მომდევნო ფორმაციის თაობა გააგრძელებს ასეთივე დინამიურ თამაშს და შედეგიც თანდათან მოვა,ამ ნაკრებმა კი რესურსის თითქმის ბოლომდე გამოყენება შესძლო და ვულოცავ ისევე როგორც თქვენ ყველას აღდგომასაც და მეორე ადგილსაც.
პ.ს.ძალიან კარგია გიორგი,რომ ფრანგებთან გამარჯვებას თუ არა ტოლ სწორ თამაშს მაინც მოვითხოვთ,ესე იგი ამისი მოლოდინი და იმედი უკვე გვაქვს.კაპიტალიზმის კანონია:სადაც მოთხოვნაა,იქ მიწოდებაცააო და იქნებ აქაც გამართლდეს.
სოსო
16 აპრილი 2017 19:33
0
Shetevaze wamosul mowiaagmdeges win aweuli rom unda shexvde da ukan ar daelodo, sanamdis tamashs gagishlis, amas mtkiceba unda?! Didebis nakrebsac mosdis xshirad ase. Da salelove jarimas rom ramodenimejer chaabareb mowinaagmdeges da iqet miigeb shetevas, amas ra hqvia? Sami kaci erts rom ver bochavs da ofloudi ofloudze ketdeba, am doneze lamazi sanaxavi ar aris. Mteli tamashis mandzilze erti gaazrebuli sheteva ar gaketebula xelit tamashshi. Rac frangebma jarimebi miiges, uket ar unda gamogveyenebina?! Fexit gadakidebuli burti daunaxia vinmes am tamashshi? Gautavebeli aige da miedzale burtis dakvargamde. Ramdeni chamovtvalo kidev?
sosos giorgisgan
16 აპრილი 2017 12:16
0
გიორგი რატომ არის მარაზმი?ისინი 18 წლისანიც არ არიან და საქართველოში თამაშობენ.შეადარე საქართველოს ჩემპიონატის კლასი და სისწრაფეები საფრანგეთისას.ზაპოროჟეცი მერსედესს რომ შეაჯიბრო და 100 კილომეტრზე 1 კილომეტრით ჩამორჩეს,სალანძღავი იქნება ზაპოროჟეცი?ამ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს,ღირსება შეინარჩუნეს და ქებას ნამდვილად იმსახურებენ.როცა შენ მაქსიმალურ სისწრაფეზე უფრო მეტი სიჩქარით ვიღაც მოდის შენზე,ცხადია გიჭირს რეაგირება,სწორედ ამის ბრალი იყო ამდენი გაფუჭებული ბოჭვა და ამის წამალი მხოლოდ იგივე სისწრაფით მოთამაშე გუნდებთან თამაშის დიდი სიხშირეა,აი დასუსტებული შერკინება კი უკვე ჩვენი მინუსია და ხარკი სისწრაფის მოსამატებლად.
სოსო
16 აპრილი 2017 01:48
0
Tu dzma xar, dawere normaluri qartulit. Ra aris es matrakvecoba yvela forumze?! Da tu qartvelobaze da qartul enaze deb tavs, dawere tamashi da ara “geimi“ mashin. Gamagizianebelia es yvelas da yvelaferze amrezit wera da ura patriotizmi. Shen ra shemate qveyanas da rit arge, isic gagvagebine.
P.S. madlobeli viqnebi redaqciis, tu ar dablokaven.
France-s
16 აპრილი 2017 00:14
0
ჩამოგვალაბორანტეს!!!!!!!!!!!
rigiti
15 აპრილი 2017 23:04
0
მაგარი ხარ გე-ცა, გლახუნა!!!ქართულად-საღი აზრით,ჭკვიანურად,ეროვნულად! შეგტკივა გული "ჩვენს,ქართველთა საფიქრალზე" და თანაც ონლაინ-დ რ ო უ ლ ა დ, სანამ შეიძლება "დაშვებული"შეცდომების სწორება, და არა მარტო რაგბიში... ,"ეს..." ქვეყნის უჭკუო, და თანაც ძუნწი "მესვეურნი" კი , თანაც ქართველი ხალხის სახელმწიფოსადმი წამდააუწუმ ზრდადი გადასახადების ხარჯზე "მომჭირნენი",მარტო ლაქლაქებენ, და საცოდავად გამოიყურებიან!ამგვარი მნიშვნელობის მატჩის უფასო ონალაინ ტრანსლიაციას რომ ვერ შესძლებ,შენივე ხალხისთვის-ნუთუ ვინმე ჭკუადმყოფელი ადამიანი დაიჯერებს რომ მათ სამშობლოსადმი სიყვარულის ნატამალი მაინც გააჩნიათ,ან "რჩევებსაც,მუშტების ქნევით" მხოლოდ,რეალური "ჩხუბის" თუ თამაშის შემდგომ ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან ,რომ იძლევიან უვარგისად დაგვიანებულად,რა ვუთხარი მაგათ "მმართველობას" ქვეყნისა!ფრანგებს ცენტრალურ სფორტულ არხებზე მიჰყავთ ამ გეიმის ტრანსლაცია -უ ფ ა ს ო დ -მაგალითი თავისი ხალხის "სიყვარულსა" სწორედაც ამგვარი უნდა იყოს!
France
15 აპრილი 2017 21:43
0
წავაგეთ 36-18,წავაგეთ ჩვენზე კლასით მაღლა მდგომ გუნდთან,მაგრამ ვულოცავ ჩვენს ბიჭებს ვერცხლის მედლებს,მათ დაამტკიცეს ,რომ საქართველოში მოთამაშე ბიჭებმაც შეიძლება ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიონ მსოფლიოს ერთერთ უძლიერეს ლიგაში მოთამაშე ბიჭებით დაკომპლექტებულ საფრანგეთის ნაკრებს.ჩვენებმა ბრძოლა არ შეწყვიტეს და ორი ლელო დაუდეს მეტოქეს.მართალია საგრძნობი იყო ფრანგების უპირატესობა კლასში,მაგრამ მაგრამ ჩვენ აშკარად წინ მივდივართ და ყველაზე ძალიან ეს მიხარია.სხვაობა საგრძნობლადაა შემცირებული.
სოსო
15 აპრილი 2017 21:42
0
Ras vshvebit daceret.vagebt?
Bubu
15 აპრილი 2017 21:36
0
რაგბი დზალიან მიყვარს, მაგრამ რასაც ეს ბიჭები თამაშობენ, მარაზმია
giorgi
15 აპრილი 2017 21:13
0
1-ტაიმი დასრულდა.

დავით ჩავლეიშვილს-რატომ თამაშობენ ბავშვები შეშინებულ-დაფრთხალები ?!

ბიჭვასაც აღარ აკეთებენ...

რა დ ა ე მ ა რ თ ა დ ,რატომ ანავარდებენ მოწინააღმდეგეს?!
სად არის შემართება და აგრესია ?!

ვიმედოვნებთ მე-2-ე ტაიმში ვითარება რადიკალურად შეიცვლება,ამის პოტენცია არის!
glaxuna
15 აპრილი 2017 20:46
0

სიახლეები პოპულარული