U20. მ/ჩ: საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
4 ივნისს "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკასთან მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩი გამართეს.

"ავჭალაში" საქართველო მეტოქესთან ანგარიშით 14:38 დამარცხდა. ეს ქართველებისთვის მეორე მარცხია მსოფლიოს ჩემპიონატზე.

შეხვედრის მე-17 წუთზე იარნო აუგუსტუსმა ლელო დაგვიდო, ხოლო იმანუელ ლიბოკმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

23-ე წუთზე ქართველებმაც შეძლეს ლელოს დადება, თუმცა მსაჯმა ილია სპანდერაშვილის ლელო გააუქმა. ამის მიუხედავად 29-ე წუთზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებს" ლელო უჩა ჭეიშვილმა მოუტანა, გელა აფრასიძემ გარდასახა და ანგარიში გათანბრდა - 7:7.

35-ე წუთზე კი ვანდისილე სიმელანემ დაგვიდო ლელო, ლიბოკმა გარდასა და ანგარიშ 14:7 გახდა.
სულ რაღაც 2 წუთში კი ლელო ამჯერად ლიბოკმა დადო და უპირატესობა გაზარდა - 19:7.

მეორე ტაიმის დასაწყისში "უმცროსი ბორჯღალოსნები" კაცნაკლულნი დარჩნენ, რაც კარგად გამოიყენა მეტოქემ - 53-ე და 57-ე წუთებზე სიმელანემ კიდევ ორი ლელო მიითვალა, აქედან ერთი ქერვინ ბოშმა გარდასა და ანგარიში 31:7 გახდა.

65-ე წუთზე ლელოს დადება შეცვლაზე შემოსულმა გიორგი გოგოლაძემ შეძლო, აფრასიძემ მარტივად გარდასახა - 14:31.

70-ე წუთზე ლიბოკმა კიდევ ერთი ჩაიწერა ანგარიშზე, ბოშმა ისევ ზუსტად გარდასახა - 38:14.

75-ე წუთზე უკვე სამხრე აფრიკა დარჩა კაცნაკლული.

მატჩის მიწურულს კი მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა, რის შედეგადაც ჩვენი ერთ მორაგებს ყვითელი უჩვენეს, ხოლო მეტოქე მორაგბეს წითელი.

- "უმცროსი ბორჯღალოსნების" ლელოები სამხრეთ აფრიკასთან მატჩში [VIDEO]

სამწუხაროდ მეორე ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 0 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება.

1. სამხრეთ აფრიკა 2 1 1 0  61:37 7
2. არგენტინა 2 1 0 1  62:52 6
3. საფრანგეთი 2 1 1 0 49:48 6
4. საქართველო 2 0 0 2 40:75 0

მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 8 ივნისს საფრანგეთთან 18:00 საათზე გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 75 /
ამდენი კრიტიკა ზედმეტია ჩვენს ორივე ნაკრებს არა აქვთ დიდ გუნდებთან თამაშის ბევრი გამოცდილება მოვა დრო და მოგებებიც დაიწყება
nukri
04 ივნისი 2017 22:20
0
ბიჭებთან მიმართებაში რამე უარყოფითის თქმა დიდი უსმართლობა იქნება,მათ არაფერი არ დაუკლიათ იმისათვის,რომ შედეგი დაედოთ. დღევანდელმა საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებმა გააკეთა იმის მაქსიმუმი რისი გაკეთებაც შეიძლებოდა იმ რესურსით რაც დღეს დღეისობით მათ გააჩნიათ.ბიჭებმა თავი გაწირეს,ყველაფერი ჩადეს, მაგრამ თავი იჩინა მაღალ დონეზე თამაშის პრექტიკის უქონლობამ,რაც გამოიხატებოდა სწრაფი გადეწყვეტილების მიღების არქონაში,რაქიდან ბურთის დაგვიანებით გამოტანაში,დაცვიდან შეტევაში სწრაფ გადასვლაში,სამწუხაროდ ეს ორი თამაში რომელიც ჩვენი ნაკრების მარცხით დამთავრდა თავიდან ბოლომდე მწვრთნელების სინდისზეა,ნაკრების თამაშში არ ჩანს ტაქტიკური მონახაზი,მოლი და რაქი თამაშის თვითმიზანი არ უნდა იყოს,ეს მხოლოდ ბურთის შენარჩუნების საშუალებაა,რაგბი დინამიური თამაშია და ბიჭები თამაშს და გადაწყვიტილების მიღებას დინამიკაში უნდა მიეჩვიონ.სხვა შემთხვევაში ყოველთვის მაჩანჩალას როლში ვიქნებით.ბიჭებს მადლობა თავდადებისათვის,როცა სარდალი არ გივარგა განწირული ხარ.
alex
04 ივნისი 2017 22:19
0
ვინც იხახის რაგბი ჩვენი თამაში არ არისო გაიხსენეთ რომ მსოფლიო ჩემპიონატი მიდის და 12 საუკეთესო გუნდი თამაშობს. არც 16 და არც 24.
ფეხბურთში 32 გუნდიან მსიფლიოზე რო გავიდეთ და 7-0 წავაგოთ ყველასთან ხალხი კმაყოფილი და ედნიერი იქნება. ასე რომ ბოდიალს მორჩით და ბიჭებს გულს ნუ უტეხავთ. ფედერაციას იმის ფულიც არ აქვს ევროთასებზე ერთი გუნდი მაინც გაიყვანოს. ფეხბურთში გაბალასთან აგებენ.
გიო
04 ივნისი 2017 22:17
0
როცა ჩვენმა ბიჭებმა გაათანაბრე მეგონა რაღაც წინააღმდეგობას გაუწევდით,მაგრამ იქვე ორ წუთში ორი ლელო დაგვიდეს და ცივი შხაპი მიგვაღებინეს,ძალიან სუსტი იყო ეს მონაკვეთი ჩვენი ნაკრების შესრულებით,აშკარად მწვრთნელის ხელი აკლიათ.
ზასტაველი
04 ივნისი 2017 22:11
0
თქვენ აქ ყოვლისმცოდნეები რო შეიკრიბეთ ნაკრებმა იცით ვისთან წააგო!?
სამხრეთ აფრიკასთან 4 ერის ერთერთ მონაწილესთან და მის 12 გზის გამარჯვებულთან.ამ ბიჭებს რო ლანძღავთ მადლობა გადაუხადეთ იმისთვის რომ ბოლომდე იბრძოლეს მსოფლიოს ერთერტ უძლიერეს ნაკრებთან...
jkl
04 ივნისი 2017 22:07
0
Kritikac aris da kritikac ra es vitom ramis mcodneebi chasafrebulebi ro xart ogond rame minusi naxot traki daayenet. Jer mowinaagmdegeebis dones shexedet da mere chveni bichebis da mixvdebit ro adrea asrt gundebtan mogebaze piqri jer gavutoldet da mere vipiqrot magaze. Ragbi chveni tamashia da shedegic aucileblad iqneba drois faqtoria ubralod
Irakli
04 ივნისი 2017 22:04
0
რას ელოდებით რომ მსოფლიოს სამ გრანდს მოვუგებთ? ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია და ბიჭებისგან მაგას ნუ ითხოვთ. მთავარი ზრდაა ნაბიჯ-ნაბიჯ და წინ სიარული. რეგულარული თამაში მსგავს დობეზე და 15-20 წლის შემდეგ შედეგი
მინდია
04 ივნისი 2017 21:53
0
amdeni makurebeli, rom gbaleshikobs da saxlshi didi forit ageb magrad texavs((( klasi ar aakvt ashkarad gamochnda.
xvicha
04 ივნისი 2017 21:46
0
ზვიადს ვეთანხმები,გვინდა შედეგი მაგრამ
ელიტაში თამაში ჩვენებს არ შეუძლიათ.
თენგიზ გაგუა
04 ივნისი 2017 21:23
0
ვეთამაშეთ ჩვენზე ბევრჯერ დიდი ქვეყნის ნაკრებს, სადაც ყველაზე მეტი ყურადღება რაგბს ექცევა. ჩვენთან ვაიფეხბურთის (რომელსაც არავითარი წარმატება და შანსი არ აქვს) მერე მოდის რაგბის დაფინანსება. შედეგი ამაზე უკეთესი ვერც იქნებოდა
Mdaa
04 ივნისი 2017 21:20
0

სიახლეები პოპულარული