U20. მ/ჩ: საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
4 ივნისს "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკასთან მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩი გამართეს.

"ავჭალაში" საქართველო მეტოქესთან ანგარიშით 14:38 დამარცხდა. ეს ქართველებისთვის მეორე მარცხია მსოფლიოს ჩემპიონატზე.

შეხვედრის მე-17 წუთზე იარნო აუგუსტუსმა ლელო დაგვიდო, ხოლო იმანუელ ლიბოკმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

23-ე წუთზე ქართველებმაც შეძლეს ლელოს დადება, თუმცა მსაჯმა ილია სპანდერაშვილის ლელო გააუქმა. ამის მიუხედავად 29-ე წუთზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებს" ლელო უჩა ჭეიშვილმა მოუტანა, გელა აფრასიძემ გარდასახა და ანგარიში გათანბრდა - 7:7.

35-ე წუთზე კი ვანდისილე სიმელანემ დაგვიდო ლელო, ლიბოკმა გარდასა და ანგარიშ 14:7 გახდა.
სულ რაღაც 2 წუთში კი ლელო ამჯერად ლიბოკმა დადო და უპირატესობა გაზარდა - 19:7.

მეორე ტაიმის დასაწყისში "უმცროსი ბორჯღალოსნები" კაცნაკლულნი დარჩნენ, რაც კარგად გამოიყენა მეტოქემ - 53-ე და 57-ე წუთებზე სიმელანემ კიდევ ორი ლელო მიითვალა, აქედან ერთი ქერვინ ბოშმა გარდასა და ანგარიში 31:7 გახდა.

65-ე წუთზე ლელოს დადება შეცვლაზე შემოსულმა გიორგი გოგოლაძემ შეძლო, აფრასიძემ მარტივად გარდასახა - 14:31.

70-ე წუთზე ლიბოკმა კიდევ ერთი ჩაიწერა ანგარიშზე, ბოშმა ისევ ზუსტად გარდასახა - 38:14.

75-ე წუთზე უკვე სამხრე აფრიკა დარჩა კაცნაკლული.

მატჩის მიწურულს კი მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა, რის შედეგადაც ჩვენი ერთ მორაგებს ყვითელი უჩვენეს, ხოლო მეტოქე მორაგბეს წითელი.

- "უმცროსი ბორჯღალოსნების" ლელოები სამხრეთ აფრიკასთან მატჩში [VIDEO]

სამწუხაროდ მეორე ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 0 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება.

1. სამხრეთ აფრიკა 2 1 1 0  61:37 7
2. არგენტინა 2 1 0 1  62:52 6
3. საფრანგეთი 2 1 1 0 49:48 6
4. საქართველო 2 0 0 2 40:75 0

მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 8 ივნისს საფრანგეთთან 18:00 საათზე გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 75 /
სირცხვილი!!! ეს ის არ არის რაც ჩვენ ვიცით და ვთამაშობთ... სასწრაფოდ მწვრთნელების პრობლემა მოაგვარეთ ამ ყველაფერში არასწორი მოქმედება იკვეთება სამწვრთნელო შტაბის, განსაკუთრებით ფიზ.მომზადების, დაცვის, შერკინებისა და ხაზის. დანარჩენი თუ ყავს კიდე ნაკრებს რაიმეს მწვრთნელი არ ვიცი მარა თუ ყავს ყავდეს იმათი ბრალეულობა არ ჩანს, ეს ვინც ვთქვი სასწრაფოდ შესაცვლელები არიან, უკვე სხვა დონის და სხვა კვალიფიკაციის მწვრთნელები ჭირდება ნაკრებს!!!
mitro
04 ივნისი 2017 20:29
0
Imedia agar itkvit ragbi chveni tamashiao imena gadagviares
Lasha
04 ივნისი 2017 20:29
0
ამ ჯგუფში მეტს არც ველოდი მარა,ბოლო წამებზე უაზროდ ბურთის ფეხით შეგდება როცა 5 მეტროში ხარ ვინ გასწავლAტ
imereli
04 ივნისი 2017 20:03
0
რაგბი ჩვენი თამაში არ არის!
zvidi
04 ივნისი 2017 20:01
0
ამ ნაკრებს რავიცი რამის იმედი ტუ აკვს
sss
04 ივნისი 2017 19:47
0

სიახლეები პოპულარული