პლეი ოფში პირდაპირ ნახევარფინალში ერთი ტურით ადრე დაიბევეს ადგილი თბილისის "ლელომ" და თბილისის "ლოკომოტივმა". შესარჩევ მატჩებს კი გორის "ჯიქი", "ბათუმი", ბოლნისის "ყოჩები" და ქუთაისის "აია" ითამაშებენ.
* * *
ტრავმების გამო ქუთაისის "აიამ" გათამაშების აუტსაიდერ "არმაზთან" გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა. მიუხედავად ამისა, ქუთაისელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მე-5 წუთზე შეძლეს დაწინაურება. მასპინძელთა კონტრშეტევა
პასუხი სტუმრებმაც არ დაახანეს. აუტის მოგების შემდეგ მოლით მიაწვნენ და გიორგი სოსელიამ ჩათვლის მოედანში დაამიწა. რევაზ ბროძელმა კი გარდასახვა ზუსტად დაარტყა და სტუმრები დააწინაურა - 7:5.
ცოტა ხანში ქუთაისელებმა ჯარიმა მოიპოვეს, მაგრამ კარში დარტყმის ნაცვლად კიდეზე გადაიტანეს და ლელოს გატანაზე ითამაშეს. აქ კი საკუთარი დერეფანი წააგეს და სალელოვე შეტევა აღარ გამოუვიდათ.
მომდევნო იერიშისას ქუთაისელთა ახალგაზრდა ფულბეკი მირიან მოდებაძე თბილისელებმა ზედ ლელოს ხაზთან შეაჩერეს. მოდებაძემ ორიოდე წუთში სტუმრები მაინც დასაჯა, ქუთაისელებმა რაქიდან აიტაცეს ბურთი და შეტევა მარჯვენა ფლანგზე განავითარეს, სადაც მოდებაძემ სისწრაფე აკრიფა და სტუმრებმა მისი შეჩერება ვეღარ შეძლეს. რეზო ჯინჭველაშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 12:7.
ამის შემდეგ ქუთაისელებმა შეცდომებს უხშირეს. რამდენჯერმე უწყინარ სიტუაციაში დაჯარიმდნენ და ბროძელმა ზედიზედ სამი ზუსტი საჯარიმო დარტყმით წინ "არმაზი" გაიყვანა - 16:12.
პირველ ტაიმში "აიამ" მაინც შეძლო წინ გასვლა. 36-ე წუთზე დიდებულად ითამაშა თამაზ ლაღიძემ, რომელმაც საკუთარი ნახევრიდან გადაიკიდა ბურთი, სიჩქარე აკრიფა, არმაზელებს მათსავე ნახევარზე თითქმის ხელიდან აწაპნა ბურთი, ჩათვლის მოედნამდე შეუჩერებლად ირბინა და ულამაზესი ლელო გაიტანა. გარდასახვა ჯინჭველაშვილმა ზუსტად დაარტყა და ტაიმი "აიამ" 19:16 მოიგო.
თამაშის განახლებისთანავე ბროძელმა ზუსტი ჯარიმით გაათანაბრა ანგარიში - 19:19. ამას ირაკლი მაჩხანელის გასინბინება მოჰყვა და "აია" უპირატესობას დაეუფლა. "არმაზის" ლელოს ხაზთან ახლოს ქუთაისელებმა შერკინება მოიგეს. ბურთს ჟორჟი სალდაძე დაეუფლა, სიჩქარე აკრიფა და თბილისელებმა მისი შეჩერება ვეღარ მოახერხეს. ჯინჭველაშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა და "აია" ისევ დაწინაურდა - 26:19.
ცოტა ხანში მასპინძლებმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს, საკუთარ ნახევარზე დედაქალაქელებთან ფეხბურთის თამაში გააჩაღეს, რის შედეგადაც ბურთს ბადრი ლიპარტელიანი დაეუფლა და მარჯვენა კიდესთან დაამიწა - 24:26.
რამდენიმე წუთში სოსელიამ კიდევ ერთი ლელო გაიტანა, რასაც ბროძელმა ზუსტი გარდასახვა მიაყოლა და ამჯერად ანგარიში "არმაზის" სასარგებლოდ შეიცვალა - 31:26.
თუმცა, მასპინძლებმა მალევე შეძლეს ანგარიშში ისევ დაწინაურება. ლაღიძის გადაცემის შემდეგ მოდებაძემ სტუმართა ხაზი გაჭრა და ჩათვლის მოედანში დაამიწა, შეცვლაზე შესულმა გაგა სინაურიძემ კი გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 33:31.
თბილისელები წაგების შემთხვევაში მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ და შესაძლოა, დიდ 10-ში დარჩენის შანსიც აღარ დარჩენოდათ. ამიტომ მობილიზება შეძლეს, აქტიურად შეუტიეს და ქუთათურებს ჯარიმები გამოსტყუეს.
ბროძელის ორივე საჯარიმო დარტყმა ზუსტი გამოდგა და "არმაზმა" მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვა - 37:33.
დიდი 10. XVII ტური
აია-არმაზი 33:37
აია (15-9): მოდებაძე, ბ.ტორაძე (აბრამიძე 58), ფრუიძე, ირემაძე, ლაღიძე (კიკვაძე 60), ჯინჭველაშვილი (სინაურიძე 48), ლოსაბერიძე; (1-8) ჭეიშვილი (რატიაშვილი 47), ცქიფურიშვილი (გ.უმც.ტორაძე 47), ლომსიანიძე (გ.უფრ.ტორაძე 67), მ.ბაბუნაშვილი, ჩიტეიშვილი, რევიშვილი, შალამბერიძე, სალდაძე
5ლ: ბ.ტორაძე, მოდებაძე (2), ლაღაძე, სალდაძე. 4გ: ჯინჭველაშვილი (3), სინაურიძე
არმაზი (15-9): გიორგაძე, მაჩხანელი, ლიპარტელიანი (ნარსავიძე 62), გიგაური, კაიფაჯიანი, ლობჟანიძე, ბროძელი; (1-8) ჯიბლაძე (ფხაკაძე 46) ხუროშვილი (მინაშვილი 52), ვაშაკიძე, ჯიმშელეიშვილი (კაჭარავა 52), ბარბაქაძე (ფრიდონიშვილი 57), ცხადაძე (ამირანაშვილი 48), ბერაძე, სოსელია
3ლ: სოსელია (2), ლიპარტელიანი. 6ს,2გ: ბროძელი
სინბინი: მაჩხანელი
არბიტრი: ნიკა ამაშუკელი.
ყოჩები-ლელო 19:29
ლოკომოტივი-აკადემია 3:31
ხარები-ჯიქი 19:18
ბათუმი-არმია 21:21
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 17 13 1 3 +85 57
2. ლოკომოტივი 17 11 1 5 +41 51
3. ჯიქი 17 9 1 7 +86 46
4. ბათუმი 17 9 2 6 +29 46
5. ყოჩები 17 10 0 7 +27 45
6. აია 17 8 2 7 +7 41
7. აკადემია 17 6 0 11 -62 30
8. ხარები 17 6 0 11 -72 29
9. არმია 17 4 2 11 -66 28
10. არმაზი 17 3 1 13 -75 25
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"