ბელგია VS საქართველო - "ბორჯღალოსნების" წლის პირველი მატჩი

AutoSharing Option
დღეს, 11 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2017 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" პირველ მატჩს ჩაატარებს. "ბორჯღალოსნების" დაპირისპირება ბელგიის ნაკრებთან ბრიუსელში, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

- მილტონ ჰეიგი: ეს ახალგაზრდებისთვის შანსია, დაგვანახონ, რა შეუძლიათ...
- მეტოქე: "შავი ეშმაკები" "ბორჯღალოსნებთან" თამაშისთვის დაირაზმნენ

"ბორჯღალოსნები" ამ მატჩისთვის საფრანგეთში, ტულუზთან ახლოს ემზადებოდნენ, ბელგიაში კი 9 თებერვალს ჩავიდნენ. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ტრადიციულად, თამაშამდე 48 საათით ადრე დაასახელა, თამაშის წინა დღეს
კი გუნდმა კაპიტნის ვარჯიში ჩაატარა.

ცნობილია, რომ "ბორჯღალოსნებს" დღევანდელ შეხვედრაში მერაბ შარიქაძე უკაპიტნებს.

საქართველოს ნაკრები:
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი ფრუიძე, 13. გიორგი კოშაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. გიორგი თეთრაშვილი, 2. ბადრი ალხაზაშვილი, 3. გიორგი მელიქიძე, 4. გიორგი ნემსაძე, 5. ნოდარ ჭეიშვილი, 6. ლაშა ლომიძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა გორგაძე.
16. გიორგი ჭყოიძე, 17. თორნიკე მატარაძე, 18. სოსო ბეკოშვილი, 19. ოთარ გიორგაძე, 20. გიორგი ცუცქირიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. ბექა წიკლაური

საქართველოს ნაკრებმა ბელგიის ეროვნულ გუნდთან აქამდე ორჯერ ითამაშა და ორივეჯერ გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ "რაგბი ევროპის ჩემპიონატი" იმავდროულად 2019 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევი ტურნირიცაა, რომელშიც ჩვენი ნაკრები არ მონაწილეობს, რადგან იაპონიის საგზური 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში მოიპოვა. შესაბამისად, ჩვენთან მოპოვებული ქულები მეტოქეებს შესარჩევი ტურნირის ჩათვლაში არ მიეკუთვნებათ.

დღესვე "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" პირველ ტურში ესპანეთი რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებს, გერმანია კი - რუმინეთს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
გოგა გერმანიამ რუმინეთს მოუგო, თან 20-38 ამოუქაჩა და 41-38 ოუგო
irakli Apkhaidze
18:52 11-02-2017
0
მეორე სასტავი მე პირადად პირველს მირჩევნია, სამხრეთელებს რა უქნეს;)
vato
17:51 11-02-2017
0

სიახლეები პოპულარული