Midi Olympique: 9 მარტს ექვს ერზე პლეი ოფის შემოღებაზე მოლაპარაკება გაიმართება

AutoSharing Option
ჩვენ უკვე შეგატყობინეთ, რომ სულ მალე რაგბი ევროპის ორგანიზაცია ექვსი ერისგან ოფიციალურად მოითხოვს პლეი ოფის შემოღებას. ცოტა ვრცლად ამის შესახებ:

ცნობილმა სარაგბო ჟურნალისტმა გევინ მორტიმერმა ფრანგული Midi Olympique მოიყვანა წყაროდ.

მოკლედ, რაგბი ევროპის ორგანიზაციის შეფი ოქტავიან მორარიუ ექვსი ერის ორგანიზაციას ოფიციალურად მიმართავს, შემოიღონ პლეი ოფის მატჩი, რომლის არსი ასეთია - ექვს ერზე ბოლოადგილოსანი მომავალ სეზონში ადგილის დასაბევებლად ერთა თასის გამარჯვებულს უნდა შეხვდეს და უშუალო შეხვედრაში დაამტკიცოს, რომ ელიტაში თამაშის ღირსია.

მოგვიანებით გევინ მორტიმერმა უფრო დააკონკრეტა - შეხვედრა პარიზში 9 მარტს შედგება.
თუმცა ამ შემთხვევაში ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ მოლაპარაკების თემაა პლეი ოფი ექვს ერზე "ხის კოვზის" მფლობელსა და ერთა თასის გამარჯვებულს შორის.

"ხის კოვზი" ნიშნავს ყველა თამაშის წაგებას. თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, პლეი ოფი მხოლოდ იმ სეზონში გაიმართება, როცა ექვსი ერის ბოლოადგილოსანი ყველა მატჩს წააგებს. სწორედ ასეთი იყო კლაივ ვუდვორდის იდეა. პრინციპში, ესეც საქმეა, როგორც ჩანს, ყინული დაიძრა...

ასევე იხილეთ:
Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის
მკითხველის კომენტარები / 18 /
რაო ვიძლევით მაპსო?)))
giorgi
20 თებერვალი 2017 23:04
0
იტალიას ეგენი არ დაძირავენ, ერთ თამაშს მოაგებინებენ ან სულაც ფრე... მაგათ რომ არმოსავლეთში მოგზაურობა იზიდავდეთ - თავის დროზე რუმინეთს მიიღებდნენ,რომელიც საფრანგეთსაც უგებდა მაშინ და იტალიასაც...
ლელობურთი
20 თებერვალი 2017 22:42
0
ჩვენი მელიტონი!
პასუხი რეზოს
20 თებერვალი 2017 18:35
0
ეგეც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება
nemo
20 თებერვალი 2017 18:32
0
ხის კოვზით თუ უკოვზოდ, ეხლა იტალიის ამოქაჩვას ეცდებიან,ჩვენ მაინც რომ მოგვიგონ სხვას თუ არა, მაგრამ შოტლანდიას ვინ მიხედავს :)
რეზო
20 თებერვალი 2017 18:11
0
არა მგონია, იტალიას აწყობდეს ეს გადათამაშება ხის კოვზის შემთხვევაში. თუ ერთხელ მოვუგეთ მათ და შევედით ექვს ერში, იტალიას, პრაქტიკულად, იქ დაბრუნების შანსი აღარ ექნება, რადგან, არა მგონია, ჩვენ ხის კოვზი მივიღოთ ოდესმე! :–) ამაზეც დაფიქრდნენ!
20 თებერვალი 2017 17:44
0
ყინული დაიძრებოდა აბა უყურებენ აგერ რომ ლამის მესა შემადგენლობით ვიგებთ დიდი ანგარიშებით და 2 თამაშში ლელო არ გაგვიშვია
VANO
20 თებერვალი 2017 17:38
0
ესეც "მაპის" ამბავს გავს, თუ ყველა მატჩი წააგო, თუ მსაჯი ცალთვალა იყო თუ რომელიმე მოთამაშეს ფეხზე 6 თითი ექნება, მოკლედ რა
Wtf
20 თებერვალი 2017 17:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული