Corriere dello Sport: 2018 წლის ნოემბერში იტალია და საქართველო ტესტს ითამაშებენ

AutoSharing Option
იტალიური სარაგბო ბლოგი rugby1823 იუწყება, რომ 2018 წლის ნოემბერში ტესტ-მატჩი გაიმართება იტალიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის. ბლოგს წყაროდ ცნობილი გამოცემა Corriere dello Sport მოჰყავს.

ამ ნაკრებებს ერთმანეთში არ უთამაშიათ 2003 წლის სექტემბრის შემდეგ. მაშინ ასტიში იტალიამ 31:22 მოიგო.

ბუნებრივია, ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რამდენად იმსახურებს ექვსი ერის ტურნირზე თამაშს. დღეისათვის, "ბორჯღალოსნები" მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე არიან, ხოლო იტალიელები მე-14 ადგილზე იმყოფებიან.
მკითხველის კომენტარები / 34 /
ალბათ იტალიაში?.. თუ ნეიტრალუტზე? არა მგონია მაგათმა თავისი ნებით თბილისში ,,ჩამოსუნონ"
Irakli apkhaidze
10:19 24-02-2017
0
ძალიან კარგი. საინტერესოა სად შედგება შეხვედრა. თუმცა სადაც არ უნდა შედგეს, აუცილებლად უნდა დავცეთ ბეჭებზე. ასეც იქნება.
giga
10:47 24-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული