საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" III ტურის შეხვედრა სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 20:10 გაიმარჯვა.

დაბა მედინა დელ კამპოში პირველი ტაიმი სულაც ესპანელებმა მოიგეს, რომლებმაც ანგარიში უკვე მე-2 წუთზე, ბრედლი ლაინკდეიტერის ზუსტი საჯარიმოთი გახსნეს. გათანაბრებმა მერაბ კვირიკაშვილს სამიოდე წუთში შეეძლო, თუმცა "ბორჯღალოსნების" ცენტურიონმა, რომლისთვისაც ეს ეროვნულ გუნდში გამართული 101–ე შეხვედრა იყო, საპასუხო საჯარიმო ვერ გაიტანა.

"მეკომ" მეორე შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და 23-ე წუთზე წონასწორობა მაინც აღადგინა.

ამას ესპანელთა მწვავე იერიში მოჰყა და
შედეგად საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ლელო მიიღო. 27-ე წუთისთვის ჩვენს ჩათვლის მოედანში ბურთი ილაიტია გავიდიმ დაამიწა, ლაინკდეიტერმა კი გარდასახა - 10:3. შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში "ბორჯღალოსნებმა" მასპინძელთა ჩათვლის მოედანში ბურთი ზედიზედ ორჯერ დაამიწეს, თუმცა მსაჯმა ლელო არც შალვა მამუკაშვილს ჩაუთვალა, არც – ლაშა ხმალაძეს. აი, 49–ე წუთზე კი ვასილ ლობჟანიძის პასის შემდეგ გიორგი თხილაიშვილის ლელო საეჭვო აღარავისთვის ყოფილა. კვირიკაშვილმა გარდასახა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა – 10:10.

59–ე წუთზე "ბორჯღალოსნები" ანგარიშში დაწინაურდნენ კიდეც. ლელოს ავტორი კი იოსებ მათიაშვილი გახდა, რომლისთვისაც ესპანელებთან მატჩი სადებიუტო იყო მთავარ ნაკრებში. კვირიკაშვილმა გარდასახა და ანგარიში 10:17 გახდა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

72-ე წუთისთვის ესპანელები კაცნაკლულნი დარჩნენ, საბოლოო ანგარიში კი კვირიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი ბოლოსწინა წუთზე დააფიქსირა - 20:10.

აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში, მათიაშვილთან ერთად, ბადრი ლიპარტელიანის დებიუტი შედგა.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" მომდევნო შეხვედრას 12 მარტს, თბილისში, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან ამ შემადგენლობით ითამაშა:
მერაბ კვირიკაშვილი, იოსებ მათიაშვილი, დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, ალექსანდრე თოდუა, ლაშა ხმალაძე, ვასილ ლობჟანიძე, გიორგი თეთრაშვილი, შალვა მამუკაშვილი, სოსო ბეკოშვილი, გიორგი ნემსაძე, კონსტანტინე მიქაუტაძე, ოთარ გიორგაძე, გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე.
სათადარიგოები: ჯაბა ბრეგვაძე, თორნიკე მატარაძე, ლაშა ტაბიძე, გიორგი ცუცქირიძე, საბა შუბითიძე, გიორგი ბეგაძე, ბადრი ლიპარტელიანი, ბექა წიკლაური.
მკითხველის კომენტარები / 39 /
მარტო ჩვენ ხომ არ ვცდილობთ განვითარება/წინსვლას?
ესპანელებმა ნახევრადესპანელი ფრანგების ნატურალიზაციაზე აიღეს გეზი, გერმანელებსაც თავისი რეცეპტებით აგერ რუმინეთს მოუგეს.
გუნდს შეიძლება თამაში არ წაუვიდეს, მითუმეტეს რომ თუ მთავარ პრიორიტეტად 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატია გუნდის გადასახალისებლად ექსპერიმენტების ჩატარება აუცილებელია.
მთავარი პრობლემა ის არის რომ ევროპის ჩემპიომატში ნებისმიერი წაბორძიკების ანუ არმოგების შემთხვევაში რეიტინგში დიდ დანაკლისს მივიღებთ.
მაგალითად ესპანეთთან ეხლა ფრე რომ დამთავრებულიყო 1.000 ქულას (ანუ ე.წ. ათას წერტს) დავკარგავდით. მოვიგეთ და არაფერი მოგვმატებია, ხოლო რომ წაგვეგო 2000 წერტს დავკარგავდით.
რუსეთთან თამაშის შედეგიც ასეთივე იქნება. ერთადერთი რუმინეთთან შეგვიძლია ქულების აღება ისიც წაგების შემთხვევაში გაცილებით მეტს დავკარგავთ ვიდრე მოგების შემთხვევაში მოვიგებთ.
ჩვენს ფედერაციას (ყოველი შემთხვევისთვის შეეცადონ მაინც) ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს "ა" ნაკრები უნდა გამოეყვანა ისე როგორც არგენტინა მონაწილეობს ამერიკის ჩემპიონატში - აშშ, კანადასა და ყველა დანარჩენს 13.000-ზე მეტი წერტით უსწრებს და აქედან გამომდინარე "ა" ნაკრებს ათამაშებს.
რამაზ
05 მარტი 2017 13:12
0
ესპანელებსაც ნუ დავუკარგავთ გარჯას. საკმაოდ გამართულად ითამაშეს.თუ ჩვენ ვუმატებთ, არც სხვები სხედან ტყუილად. ეს ფაქტია,,მაგრამ ჩვენს შეცდომებს არ ამართლებს -შეტევაში მოვიკოჭლებთ და თუ კვირიკაშვილის, კაჭარავას და შარიქაძის სათადარიგოები არ გვეყოლება, შორს ვერ წავალტმ
მმმ
05 მარტი 2017 12:16
0
ნუ იტყვით ესპანეთი არც ისეთი სუსტია საფრანგეთის ლიგებიდან მიდის ექსპორტი თან არ მგონია 6ერზე, თუ გვათამაშეს ექსპერიმენტები ვატაროთ შემადგენლობაში და ტაქტიკაში ხო ნახეთ მოლს არ ვაყენებდით და 5 მეტრიანი შერკინებით ლელოში არ შევათრიეთ. ახლების სტილი ძალიან მომწონს მაგრამ გამოცდილება აკლიათ. ლომიძე ფიზიკურად კარგია მაგრამ სუსტია ყველაფერში კაცზე მისვლა არ იცის ბურთს ვერ იმაგრებს და დაკიდებულ ბურთს ვერ იჭერს, აუტებზე კარგია ნამდვილად.
Me
05 მარტი 2017 10:45
0
როცა, ფაქტიურად, მეორე ნაკრებით ესპანეთის ძირითად ნაკრებს ესპანეთშივე მოუგებ, ეს ცუდ თამაშად არ შეიძლება, რომ მივიჩნიოთ. ყოჩაღ, ბიჭებო!
დევნილი კოლხი
05 მარტი 2017 09:50
0
ერთი ცუდი თამაშით ნუ განსაძღვრავთ რას ვიმსახურებთ და რას არა. წარმატებები ბიჭებს.
Geo
05 მარტი 2017 08:11
0
რუსეთს ამ შემადგენლობითაც მოვუგებთ. აი რუმინეთთან კი გაძLიერება მოგვიწევს. არაა რუმინეთი მთლად ჩამოსაწერი
Irakliy
05 მარტი 2017 00:32
0
თენგიზ გაგუას
შერკინების მოთამაშეს, მით უფრო პირველ ხაზს, გიპის გარეშე თამაში არ გამოუვა. იმიტიმ რომ ჰანთან ერთად წონა სჭირდება.
და კუნთებზე თუ მიდგა საქმე, ჩვენ ბიჭებზე ფიზიკურად ძლიერი მსოფლიოში ძალიან ცოტაა.
რაც შეეხება თამაშს, საშინლად ვითამაშეთ. გასსმართლებლად არც ცუდი მინდორი გამოდგება და არც მსაჯობა.
Irakliy
05 მარტი 2017 00:29
0
მმმმ, ახალგაზრდების თამაშის ხარისხი იმდენად ჯობია ძველგაზრდებისას რომ, რომ არა ამ ბიჭების უსაზღვრო ამაგი საქართველოს წინაშე, შეიძლება მათი მოედანზე გამოსვლისს წინააღმდეგაც წავსულიყავით :D
ragbi rugbi
05 მარტი 2017 00:12
0
ასეთი კეთილშბილი არბიტრი ნამიბიასთან თამაშის მერე არ მინახია ნუ გინება არ შეიძლება ამ კომენტარში თორემ ძალიან კარგიც იყო არბიტრი მაგი არ მოესწრო მეტ მსაჯობას წყევლა შეიძლება ალბათ მგონი ნუ სანამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს უმსგავსობა და ნუთუ არ შეიზლწბა კვალიფიციური მსაჯთა ბრიგადა მსახურობდეს ამ ტურნირზე სადაც საქართველო არის მეგა ვარსკვლავი და არბიტრებს ამის შემჩნევა ძალიან არ უნდათ და ათასგვარ მარაზმსს ჩადიან თუ არსებობსს რამე მექანიზმი ეს თამაში უნდა გააპროტესტოს რაგბის კავშირმა ეს მატჩი იყო საუკეთესო მაგალითი იმისა თუ როგორ არ შეიძლება მსაჯობა მე მეგონა რომ დამთავრდა ამ ტურნირზე მაინც საქართველოს აბუჩად აგდება თუმცა მინიმუმ ერთხელ წელიწში ეს აუცილებლად გვაქვსს გამოწერილი
აკინ
05 მარტი 2017 00:11
0
მმმმ, ახალგაზრდების თამაშის ხარისხი იმდენად ჯობია ძველგაზრდებისას რომ, რომ არა ამ ბიჭების უსაზღვრო ამაგი საქართველოს წინაშე, შეიძლება მათი მოედანზე გამოსვლისს წინააღმდეგაც წავსულიყავით :D
ragbi rugbi
05 მარტი 2017 00:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული