რუმინეთის ნაკრების ინგლისელი მორაგბე: საქართველოს დამარცხების კარგი შანსი გვაქვს

AutoSharing Option
19 მარტს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუმინეთს სტუმრობს. გამარჯვებული ჩემპიონი გახდება, ფრე კი "ბორჯღალოსნებს" აწყობს.

მატჩის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი ინგლისელი მორაგბე ჯეკ კობდენი, რომელსაც რუმინეთის ნაკრებში დებიუტი ბელგიასთან მატჩში ჰქონდა:

"ბიჭებმა მითხრეს, რომ საქართველოს ნაკრებს ფიზიკურად ძლიერი მორაგბეები ჰყავს. ვიდეოზეც რაც ვნახე, ასე ჩანს. ვიცი, რომ რუმინეთსა და საქართველოს შორის დიდი სარაგბო დაპირისპირებებია და ხშირად დაძაბული მატჩები იმართება.

იმედი მაქვს, რომ კვირას საუკეთესოდ ვითამაშებთ. ჩვენ გამარჯვება გვსურს და თუ მწვრთნელის მიერ დასახულ გეგმას მივყვებით, მოგების დიდი
შანსი გვაქვს.

საკუთარი ძალების უნდა ვირწმუნოთ, ჩვენ ხომ დასაკარგავი არაფერი გვაქვს. ეს მატჩი ტიტულის ბედს წყვეტს.

ნაკრებში დებიუტით და გამარჯვებით კმაყოფილი ვარ, თუმცა თავიდან ცოტას ვნერვიულობდი", - განაცხადა კობდენმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რუმინეთს მოგების შანსიც კი არ ააქვს საქართველოსთან რუმინული რაგბი მიდის უკან და უკან და რუმინეთში ეს სპორტის საეხეობა ფაქტიურად მეორე ხარისხოვანი გახდა საქართველო ალამაზებს და ახლაისებს ამ მდარე და უაზრო ტურნირს თუგინდ სავსე დინამო არენით და თამაშის უკეთესი და უკეთესი ხარისხით წლიდან წლამდე რუმინეთი კი ტკეპნის იმ ტალახიან სტადიონს რომელზეც გვატამაშებენ ხშირად
აკინ
23:46 17-03-2017
0
ჩვენი პასუხი, კარგი ანგარიშით მოგება უნდა იყვეს.
guri
10:44 16-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული