ანგარიშის გახსნა უკვე მესამე წუთზე რუმინეთის ნაკრებმა მოახერხა. მასპინძლებმა ქართველი მორაგბეების შეცდომით ისარგებლეთ და ბურთი დაამიწეს.
გარდასახვა მეტოქემ არაზუსტად შეასრულა და რუმინელები 5 ქულით დაწინაურდნენ.
მერაბ კვირიკაშვილს ანგარიშის სხვაობის შემცირება შეეძლო, თუმცა ჯარიმა ვერ გაიტანა.
ტაიმის მიწურულს 37-ე წუთზე ლელოს დადება მერაბ შარიქაძემ შეძლო და ანგარიში გაათანბრა, ხოლო გარდასახვა კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა და "ბორჯღალოსნები" წინ გაიყვანა 7:5.
ფოტო: ნიკა ფანიაშვილი