[ექსკლუზივი] მილტონ ჰეიგი: წილისყრის შედეგები ჩვენთვის ერთობ სასტიკია, მაგრამ...

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა Sportall.ge-სთან მსოფლიოს 2019 წლის თასის წილისყრა შეაფასა.

- "ბორჯღალოსნების" მეტოქეები მსოფლიოს 2019 წლის თასზე ცნობილია
- ავსტრალიელები და უელსელები "ბორჯღალოსნებთან" მეტოქეობამ გაახარა
- გია ნიჟარაძე წილისყრაზე: შეიძლება ითქვას, რომ არ გაგვიმართლა

"მსოფლიოს თასის წილისყრის შედეგები ჩვენთვის ერთობ სასტიკია. მოგეხსენებათ, ავსტრალია და უელსი მსოფლიოს წამყვანი ნაკრებებია და ამ ეტაპზე მათთან ტოლ-სწორად ბრძოლა გაგვიჭირდება. დიდი ალბათობით, ჯგუფში კიდევ ერთი ჩვენი მეტოქე ფიჯის ნაკრები იქნება, რომელიც ასევე სერიოზული ძალაა...

2019 წლამდე ორი წელია და ჩვენ
ეს პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ საიმისოდ, რათა სათანადოდ მოვემზადოთ მსოფლიოს თასისთვის. გვჯერა, რომ მსოფლიო რეიტინგის 12-ეულში შევინარჩუნებთ ადგილს.

ტესტ-მატჩი უელსთან, რომელიც წელს ნოემბერში უნდა გაიმართოს, ნამდვილად დაგვეხმარება იმაში, რომ მეტოქე სათანადად შევისწავლოთ და შევაფასოთ მისი რეალური ძალა. ავსტრალიასთან მსგავსი თამაშის გამართვის საშუალება კი, სავარაუდოდ, არ გვექნება.

მაგრამ ფარ-ხმლის დაყრას მაინც არ ვაპირებთ. ახლა ჩვენი მიზანია, ვიმუშაოთ მეტი და მეტი. რაც უფრო მეტს შრომობ, მით მეტად უახლოვდები სრულყოფილებას", - განუცხადა sportall.ge-ს იაპონიაში მყოფმა "ბორჯღალოსნების" თავკაცმა.
მკითხველის კომენტარები / 29 /
გამოვხატავ პატივისცემას ამ ადამიანის მიმართ. ჩემი აზრით მსოფლიოს შემდეგ ახალი მწვრთნელი გვჭირდება.
RV
10 მაისი 2017 19:52
0
ამ ბოლო დროს ძალიან არ მომწონს მელიტონას კომენტრები, ხან მსაჯებს აბრალება წაგებას, ეხლა კიდევ ჩემპიონატამდე 2 წლით ადრე გუნდს და გულშემატკივარს "დაუგდო შემართება"! ამ "წაგებულის" პოზიციიდან საუბრებს ჯობია წესიერი გეგმა შეიმუშაოთ და გუნდში საბრძოლო განწყობა შექმნათ! წარმატებები ჩვენს ბიჭებს!
პაატა
10 მაისი 2017 19:08
0
ვინც დღეს წუწუნებს, გუშინ არ იძახდა 6 ერში შეგვიშვითო?! მაშ როგორ გინდათ ..
tbiliseli
10 მაისი 2017 19:06
0
ძალიან ცუდი ჯგუფია. B ჯგუფი იდეალური იქნებოდა ჩემი აზრით ჩვენთვის, თუმცა არც A იქნებოდა ცუდი. C ჯგუფიც კი ალბათ უფრო მარტივი იქნებოდა მესამე ადგილის შესანარჩულებლად. 2 წელია წინ და ვინ რა ფორმაში იქნება 2 წლის მერე რთული სათქმელია მაგრამ 3 ადგილი კარგი შედეგი იქნება ამ ჯგუფში. უელსიც არ არის სასწაულად სტაბილური გუნდი და თუ ცუდ ფორმაში იქნება შეიძლება სასწაულზე ოცნებაც. ფიჯი ძალიან ძლიერია და შეიძლება ფიჯიმაც კი მოუგოს უელსს. კანადა ალბათ ყველაზე სუსტი იქნება და არ უნდა გაგვიჭირდეს. თამაშების განრიგი როდის დაიდება ვინმემ ხო არ იცით?
gia
10 მაისი 2017 18:52
0
მე მაინც ვფიქრობ რომ მილტონი არსენ ვენგერივით გახდება ბოლოს "გასაგდები" გორგოზესავით მიხვედრილი ვერ გამომდგარა,
ვისურვებ გორგოძე დაფიქრთეს მწვრთნელობაზე სამომავლოდ ბოლოს და ბოლოს თანამედროვე რაგბის ქართული "ზიდანია" ბოლოსდაბოლოს
Vova
10 მაისი 2017 18:48
0
დარასელიას თასზე მიდიხართ სათამაშოთ?!
რომელია სუსტი გუნდი პირველი 2 გუნდი ყველა ჯგუფში გაგვანადგურებს!
Vova
10 მაისი 2017 18:45
0
ჯგუფის "სისატიკე" მდგომარეობს ჩვენი გადმოსახედიდან, თორემ 1 დონის ქვეყნებისთვის მაინდამაინც არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ვინ ამოუვათ მე-4 მე-5 კალათიდან, ისე ოკეანეთის გუნდები მაგთაც არ უნდათ იმიტომ რომ შეიძლება მათაც კი შეუქმნან უხერხულობა თუ წაუვიდათ თამაში. მესამე ადგილისთვის ბრძოლა ამ ჯგუფში ძალიან გაგვიჭირდება. ოკეანი 1 დიდი ალბათობიტ იქნება ფიჯი რომელიც ოკეანის გუნდებიდან ყველაზე ძლიერია და ზოგადად ძლიერი ნაკრებია და ბევრ ასპექტში უპირატესობა აქვთ ჩვენთან (სისწრაფე, ოფლოუდები, ხაზის უკეთ თამში და ფიზიკურადაც საკმაოდ ძლიერები არიან.) დისციპლინით და სტატიკაში თუ ვაჯობებთ. ზოგადაად ოკეანეთიდან არცერთი გუნდი არ არის საჩუქარი. საჩუქარია სხვებთან შედარებით მაგალითად ევროპა 1, აფრიკა 1, რეპეშაჟის გამარჯვებული ამერიკა 2 იც არ არის ხელწამოსაკრავი, კანადასთან და ამერიკასთან ჯერჯერობით დამაჯერებელი უპირობო მოგება არ გვაქვს. თუმცა თუ განვითარებაზე და წინსვლაზე გვაქვს პრეტენზია აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ და შევინარჩუნოთ მესამე ადგილი ეს შედეგი ამ ეტაპზე ჩემთვის მისაღები და დამაკმაყოფილებელი იქნება თუ მეორეზე გავალთ კიდე სასწაული. მთავარია ბრძოლა, უკეთესი თამაშის ხარისხი და უფრო მეტი ლელო. წინა წელს ჯგუფში მე-3 ზე კი გავედი თუმცა ყველაზე ცოტა ლელო დავდეთ ჯგუფში და ერთერთი ყველაზე ცოტა სხვა გუნდებთან შედარებით
დათო
10 მაისი 2017 18:05
0
ნეტა რომელი ქვეჯგუფი არაა სასტ6იკი? )))
დაიწყო უკვე მწვრთნელმა თვითდაზღვევა...
ბესო72
10 მაისი 2017 17:45
0
აქაც ხომ არიყო ,,ცხელი" ბურთილა?!..:)..;)...
ნანა
10 მაისი 2017 17:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული