შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ივნისის ტესტ-სერიის პირველი შეხვედრა სტუმრად კანადში მოიგო - 13:0, ხოლო ამერიკელები ნიუ-ჯერსიში ირლანდიას დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 19:55 დამარცხდნენ.
"Fifth Third Bank Stadium"-ზე გასამართი შეხვედრის წინ "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სამატჩო რაზმი
- აშშ-სთან "ბორჯღალოსნების" სამატჩო შემადგენლობა ცნობილია
- მილტონ ჰეიგი: აშშ-სთან პოტენციალი უნდა ვაჩვენოთ!
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ნაკრებთან მატჩი საიუბილეოა "ბორჯღალოსნებისა" და "მონპელიეს" მეორეხაზელისთვის - კოტე მიქაუტაძისთვის, რომელიც 50-ე კეპს მოიხვეჭს. მისი სანაკრებო დებიუტი 2010 წელს ბუქარესტში, შოტლანდიის "ა" ნაკრებთან შედგა, 2013 წლიდან კი ნაკრების უცვლელ წევრად იქცა. განვლილ 49 მატჩში კოტემ 2 ლელო დადო.
საქართველოსა და აშშ-ის ნაკრებები ერთმანეთს აქამდე ოთხჯერ დაუპირისპირდნენ, სამჯერ გამარჯვება "არწივებს" დარჩათ, ერთი მოგებაა "ბორჯღალოსნების" აქტივში.
2009 წელს "ჩერჩილის თასზე" ამერიკელებმა 31:13 მოგვიგეს, 2010-ში კი თბილისში გამართულ ნოემბრის ტესტ-მატჩში 19:17 ვაჯობეთ. მომდევნო ორ დაპირისპირებაში გამარჯვება აშშ-ს დარჩა. 2012 წლის ივნისის ტესტებზე 36:20 გძლიეს, 2013 წლის ნოემბრის ტესტებზე კი - 25:23.