პირველად ისტორიაში: "ბორჯღალოსნების" 4 ლელო პირველი დონის ქვეყნის წინააღმდეგ

AutoSharing Option
მართალია, ქალაქ ხუხუიში საქართველოს ნაკრები 16-ქულიანი სხვაობით დამარცხდა არგენტინის ნაკრებთან, მაგრამ ამ შეხვედრაში, რომელიც 45:29 მორჩა, "ბორჯღალოსნებმა" ოთხი ლელო გაიტანეს და მეორე ტაიმიც მოიგეს.

- "ბორჯღალოსნებმა" ამერიკული ტურნე არგენტინასთან მარცხით დაასრულეს [VIDEO]
- დანიელ ურკადე: ბოლო წუთების გამო "ბორჯღალოსნებთან" გამარჯვებას მწარე გემო აქვს

ჩვენმა გუნდმა არგენტინასთან წინა 4 დაპირისპირებაში (3 მსოფლიოს თასზე, ერთი ტესტში) ერადერთი ლელო დადო, ახლა კი ერთ თამაშში 4 ლელო მიითვალა.

ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრებმა 4 ლელო დაუდო რაგბის პირველი დონის ქვეყანას. აქამდე ჩვენი რეკორდი იყო ორი
ლელო შოტლანდიასთან ტესტმატჩში.

პირველი დონის ქვეყნებში შედიან ევროპის 6 ერის მონაწილეები (ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია) და სამხრეთ ნახევარსფეროს რაგბის ჩემპიონატის მონაწილეები (ახალი ზელანდია, სამხრეთი აფრიკა, ავსტრალია, არგენტინა).
მკითხველის კომენტარები / 16 /
ვაი თქვენს პატრონს ამ თამაშს რო პოზიტივად აფასებთ გადაგვირბინა არგენტინამ გაკვეთილი ჩაგვიტარა ერთადერთი ძალაში მოვერიეთ როგორც ყოველთვის და ნუ აიგივებთ პირადად ბიჭების კრიტიკად თქვენზე ნაკლები გულშემატკივრის...
კახა
11:52 26-06-2017
0
ბატონო ნიკოლოზ სტატიის ავტორო თამაშს თუ უყურეთ?
კახა
20:28 25-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული