"ბორჯღალოსნებმა" "თბილისის თასზე" ურუგვაის ნაკრები დაამარცხეს

AutoSharing Option
11 ივნისს ავჭალის სარაგბო სტადიონზე IRB-ის თბილისის თასის მეორე რაუნდის მატჩები გაიმართა.

დღის პირველ შეხვედრაში სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო ნაკრებმა მზარდ ირლანდიას ანგარიშით 18:9 სძლია.

ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა საქართველოს ნაკრებმა. "ბორჯღალოსნებმა" ურუგვაის ნაკრებს ანგარიშით 27:3 მოუგეს.

მილტონ ჰეიგის შეგირდებმა მეტოქეს ლელო სამჯერ დაუდეს, თავი სანდრო თოდუამ, თედო ზიბზიბაძემ და გიორგი ნემსაძემ გამოიჩინეს. 3-ჯერ გარდასახა და 2 ზუსტი საჯარიმო დაარტყა ბექა წიკლაურმა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების შანსებს, თეორიულად ჩვენს გუნდს ტურნირის მოგება შეუძლია - საამისოდ მესამე რაუნდში ცხრილის ლიდერ სამხრეთაფრიკელებს პრემიალური
ქულით უნდა მოუგონ.

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
საქართველო-ირლანდია 15:20 - ხუთი საჯარიმო, რომელიც მარცხის ტოლფასია
მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო... არაფერი არ მინდა თქვენი, გულიანად რომ თამაშობთ ყველასთან ეგეც საკმარისია.... წარმატებები და წარმატებები.
parfiumer
00:30 12-06-2013
0

სიახლეები პოპულარული