IRB-ის ვებ-გვერდი: ქართული რაგბისთვის გამარჯვებას გამარჯვება მოაქვს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გამარჯვებას ნოემბრის ტესტებზე მსოფლიოს ელიტის წარმომადგენელ სამოას ეროვნულ გუნდთან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

"ბორჯღალოსნები" უყურადღებობას არც იქამდე უჩიოდნენ, მაგრამ კუნძულელებთან მოგებამ ჩვენს გუნდს საერთაშორისო არენაზე მეტი წონა შემატა.

ახლახან რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა წერილი სათაურით: "ქართული რაგბისთვის გამარჯვებას გამარჯვება მოაქვს".

წერილი ქართული რაგბის მოკლე ისტორიის აღწერით იწყება. ავტორი ამბობს, რომ საქართველოში რაგბის ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში თამაშობდნენ. ოფიციალურად კი რაგბის მმართველი სტრუქტურა 1961 წელს ჩამოყალიბდა.

გთავაზობთ ამონარიდებს ამ წერილიდან:

"IRB-მ თავისი არსებობის მანძილზე
პირველად გადაწყვიტა, ნოემბრის ტესტების არეალი გაეფართოებინა და მასში რაც შეიძლება მეტი, ეგრეთ წოდებული მეორე დონის გუნდები ჩაერთო.

ამან გაამართლა, რასაც საქართველოს ნაკრების სამოას ეროვნულ გუნდზე გამარჯვება ადასტურებს.

ამის გარდა, IRB-მ ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომელიც უშუალოდ ეროვნული ფედერაციების ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. ეს პროგრამა რაგბის თამაშის საყოველთაობას, ანუ ჭეშმარიტად სახალხო თამაშად გადაქცევას ისახავს მიზნად. ის, ძირითადად, საჯარო სკოლებში ხორციელდება და იქ სავალდებულო გაკვეთილად შემოღებას ითვალისწინებს".


გიორგი ჭუმბურიძე, საქართველოს რაგბის კავშირის ტექნიკური დირექტორი:

"ამ პროგრამის განხორციელების დასაწყებად ზაფხულის განმავლობაში ვემზადებოდით და ოქტომბრიდან უკვე აქტიურად დავიწყეთ მუშაობა. თავდაპირველად თბილისის სამი სკოლა შევარჩიეთ, სადაც სახალისო რაგბის თამაშის დანერგვა ვცადეთ. მერე ამას კიდევ ორი სკოლა დაემატა და დღესდღეობით 120 პირველი და მეორეკლასელი ბავშვია პროგრამაში ჩართული.

მომავალი წლის ოქტომბრის ბოლოსთვის ამ რიცხვის გასამმაგება გვაქვს დაგეგმილი.

იანვრიდან პროგრამის განხორციელებას დავიწყებთ ქუთაისში, რომელიც სიდიდით მეორე ქალაქია საქართველოში. მერე რიგში საგარეჯოა, რომელიც კახეთის ერთი პატარა ქალაქია. გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია ამ პროექტის რეალიზაციაში საქართველოს სამხრეთში, ასპინძის რაიონში, სადაც 200-მდე ბავშვს ვავარჯიშებთ და რაგბი ამ რეგიონში სპორტის წამყვანი სახეობა ხდება".


საქართველოში სასკოლო რაგბის განვითარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში უზარმაზარი პოტენციალია, რომელსაც გამოყენება სჭირდება.

ამ პროგრამის განხორციელებაში დიდ სამუშაოს ასრულებს რაგბის კავშირთან არსებული განვითარების ჯგუფი, რომელშიც შედიან საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების მწვრთნელები და ფიზმომზადების სპეციალისტები; ასევე - საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი.

"თავდაპირველად ვგეგმავდით, თვეში ერთი გაკვეთილი ჩაგვეტარებინა, მაგრამ რაგბი ბავშვებში ისეთი პოპულარული აღმოჩნდა, რომ იძულებულნი გავხდით, გაკვეთილების რაოდენობა გაგვეზარდა.

პროცესში ჩვენი მორაგბე გოგონებიც მონაწილეობენ. მათი გარჯა, ვფიქრობ, მოსწავლე გოგონებსაც გაუზრდის ინტერესს და შესაბამისად, პროგრამა ბევრად უფრო მეტი რაოდენობის ბავშვს მოიცავს.

ცხადია, ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს პატარა ბავშვებთან. ამიტომ საჭიროა, მათ შევთავაზოთ საინტერესო და მხიარული თამაშები. მეორე-მესამე გაკვეთილის შემდეგ ისინი უკვე უამრავ შეკითხვას გვისვამდნენ რაგბის თაობაზე",
- დასძინა ირაკლი მაჩხანელმა.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ქართული რაგბის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე დიდი მოვლენა ნოემბრის ტესტებზე სამოას ნაკრების დამარცხება იყო - 16:15. ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ქართველ მორაგბეებს მისცემს კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობას.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი იმ მატჩში მამუკა გორგოძე გახლდათ:

"უმნიშვნელოვანესი თამაში მოვიგეთ. პირველად მოხდა ჩვენს ისტორიაში, როცა მსოფლიოს მოწინავე ათეულის გუნდი დავამარცხეთ.

ამ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოთამაშეებისთვის, მწვრთნელებისთვის, ქომაგებისა და რაგბის კავშირისთვის.

ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენმა ძალისხმევამ, გაწეულმა შრომამ ნაყოფი გამოიღო. კარგი იქნება, თუ ასეთი დონის გუნდებთან ხშირად თამაშის საშუალება მოგვეცემა.

ქომაგებს მუდამ განსაკუთრებული გავლენა აქვთ ჩვენზე. მადლობა მინდა ვუთხრა მათ მხურვალე ქომაგობისთვის. ეს თამაში ყველამ ერთად მოვიგეთ"
, - თქვა მამუკა გორგოძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მილტონ ჰეიგი: ქართველ მორაგბეებზე შრომისმოყვარე არსად მინახავს
გიორგი ბეგაძე: "ოლ ბლექსთან" თამაში ჩვენი ოცნებაა
გიორგი ნიჟარაძე: ეს გამარჯვება ყველამ ერთად მოვიპოვეთ
საქართველო-სამოა 16:15 - სამაგალითონი [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
წარმატებას გისურვებტ ბიჭებო! გაიხარეთ და გაგვახარეთ!
t
20 დეკემბერი 2013 11:37
0
სპორტული საზოგადოებრივი არხია საჩირო და აგარ იკნება პრობლემები ანახებენ ტელევიზიები ამათუიმ სპორტულ გონისძიებას.
jorj
20 დეკემბერი 2013 09:59
0
უამრავი ტალანტი ვიხილე, გასულ შემოდგომას გამართულ ბავშვთა ფესტივალზე და ძალიან დიდი იმედი მომეცა, რომ საქართველოში რაგბი მალე სულ სხვა სიმაღლეზე ავა! თუმცა პროგრესის შესანარჩუნებლად და კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, ძალიან დიდი ძალისხმევა და ფინანსური რესურსია საჩირო.. მონდომება და ჭკუა არ აკლია ქართულ რაგბის მესვეურთ და იმედია სახელმწიფოც დაუდგება გვერდში სპორტის იმ სახეობას, რომელიც სულ მალე ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი გახდება.(რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული) იმედია ქართული ტელევიზიები აიღებენ მაგალითს "აფხაზეთის ხმისგან" და ყოველ ტურში თითო მატჩის ტრანსლაციას მაინც მოახერხებენ ეროვნული პირველობიდან. სადაც წელს 7 გუნდი იბრძვის ჩემპიონობისათვის და ყოველ ტურშია მინიმუმ 2 ცენტრალური მატჩი. (გუშინ წავიკითხე ქართულ ფეხბურთს წელიწადში 51 მილიონ ლარს ახარჯავს სახელმწიფოო ......... რაგბზე რამდენია ნეტავ, ან სხვა სახეობებზე?!)
Gio
20 დეკემბერი 2013 00:08
0
GiorgiG83

ვეთანხმები...

საჭიროა...ცენტრალურმა არხებმა...საქართველოს ჩემპიონატის ყოველი ტურის ერთი მატჩი..პირდაპირი რეპორტაჟებიგვანახონ..

საჭირო ყოველი ტური ფართოდ და დეტალური განხილვა...

ძველი რეგბისტების და ახალი,პერსპექტიული რეგბისტების საზოგადოებისათვის გაცნობა..


რაგბი ... უნდა გახდეს არა მარტო ეროვნული სპორტი და მასზე სერიოზული მუდმივი მუშაობა წარიმართოს..
არამედ...ახალგაზრდობის....დასაქმების ერთერთი ძლიერ საშუალება...

რეგბისტები (სხვა სახეობებშიც...ჭიდაობის,კლუბების ჩამოყალიბებით...)ფინანსურად საკმაოდ ძლიერ უნდა იყონ და ძლიერ...ს ა ა მ ა ყ ო ნ ი !!!...

ვინც რაგბში ფინანსებს ჩადებს...ამ ბიზნესმენებეს სერიოზული შეღავათღები დაეწესოს...

საჭიროა...სახელმწიფოდან ..სერიოზული ნება!!!
glaxuna
19 დეკემბერი 2013 14:33
0
რამდენიმე დეტალზე შევჩერდები...

რაგბი შინაარსობრივად, მენტალურად, ფსიქოლოგიურად, გენეტიკურად შეიძლება თამამად მივაკუთვნოთ სპორტის იმ სახეობას სადაც ქართველმა დიდ წარმატებას უნდა მიაღწიოს, წინაპირობა მარტივია ლელო / ლელობურთი ალბათ ექსკლუზიურად ,საავტორო უფლებებით, ქართული თამაშობაა, რომელიც ხასიათით რაგბისგან არც ისე შორსაა.

რეალური პრობლემატიკა საბოლოოდ ფინანსებამდე მიდის, ვერ იქნება რაიმე სფერო წარმატებული თუ იგი ფინანსურად ვერ არის უზრუნველყოფილი, რადაგან უფულოდ, მხოლოდ ენთუზიაზმითა და თავდადებით ბრძოლის მოგება შეიძლება, მაგრამ ომის ვერა...

კარგია ის, რომ შეიცვალა ტენდენცია: თუ რაგბიში გინდა წარმატება თამაში უნდა დაიწყო არა 15 წლის ასაკში, არამედ 5-7 წლის ასაკში, სანამ სპორტის ეს საეობა არ გახდება საყოველთაო-სახალხო ბევრი ტალანტიც ვერ გამოვლინება, სანამ ეს სახეობა არ გახდება ეზოს - ქუჩის თამაში ვერასოდეს იქენბა იმ ხარისხით პოპულარული, როგორიც უნდა იყოს ქვეყანაში სპორტის ყველაზე წარმატებული სახეობა.

საამისოდ საჭიროა, გაზოენბი, მინდვრები, შემდეგ ბავშვებისთვის ჯერ მისაბაძი ფიგურები, შემდეგ კი პედაგოგები, მწვრთნელები და სწორი მიდგომა...

მოგვიანებით სტუდენტური ლიგის მაგვარი ერთგვარი ფილტრი, კარანტინი - გახდები პროფესიონალი თუ რჩები მოყვარული მორაგბე, მარგამ აქ ზღვარი რაც უფრო ახლოს იქნება დონეც მით მეტი იქნება (!!!)

სტუდენტური ლიგა (ესპუარები ან რამე მსგავსი)უნდა იყოს კლუბებისთვის სასელექციო არენა

მერე საჭირო ხდება მინიმუმ გასახდელიანი და შხაპიანი, ტაქტიკური მეცადინეობისთვის საჭირო ოთახიანი მცირე ბაზები მაინც - ინფრასტრუქტურა

დახელოვნებული დატრენინგებული მწვრთნელები - დაცვის, შეტევის...

კლუბები, ალბათ 2 ლიგა მეტი კონკურენციისთვის, დონის ასაწევად...

საგადასახადო მიდგომაც სახელმწიფოსგან სპონსორებთან დაკავშიერბით, იგივე კლუბებთან დაკავშირებით (გაზონის მოსარწყავად გახარჯული წყალი არ უნდა ღირდეს საწარმოო ტარიფის ოდენობა)

ხშირი ტრენნიგი და სემინარი ასაკობრივ მწვრთნელებს, მსაჯებს
სანაკრებო მწვრთნელთა შტაბი, როემლის კარიც ღია უდნა იყოს ჩემპიონატის მწვრთნელთათვის (ან კარგ რჩევას მოგცემენ ან თავად გაიმდიდრებენ ცოდნასა და გამოდილებას)

ფედერაციის დონეზე ერთგვარი ბაზა აბსოლუტურად ყველა მორაგბის, სრული მონაცემებით და ამ ბაზის გაპიარება წამყვანი ჩემპიონატის გუნებისთვის

სასურველი ტრადიციების დანერგვა, მორაგბე რომელიც ამთავრებს კარიერას ერთი წელი ითამაშოს ეროვნულში - მათი გამოცდიელბა სწორედ ახალგაზრდებს წაადგება, ჩემპიონატს, ხარისხს, სახელს...

ყველაფერ ამის შემდეგ ჩევნ ვიქენბით ათეულში, ყელაფერ ამის შემდეგ ახალი ზელანდიაც კი ჩამოვა ჩვენთან სათამაშოდ

მთავარია მიზანმიმართული, ეგმაზომიერი, გათვლილი, ფრთხილი მიდგომა ყოველი დეტალისადმი, რადგან დელატები ქმნის მექანიზმს, რომელიც თუ დაიქოქა ძნელად რომ გაჩერდეს...

დასაწყისი სამოა იყო, სამოამდე კი უამრავი ადამიანის შრომა, უანგარო დამოკიდებულება და ბევრის დაუნახა დაუფასებლობაც კი...

ეს ყველაფერი ტრადიციაა, რომელსაც მოფერება და დაფასება უნდა და ამ ყველაფერზე ახლის შენება !

GiorgiG83
19 დეკემბერი 2013 13:48
0
რაგბი ქართველებს კარგად გამოზდით
შივიზღვისპირელი
19 დეკემბერი 2013 13:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული