მამუკა გორგოძე: გული ამაზე მწყდება...

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ მსოფლიოს თასზე არგენტინასთან წაგებული (9:54) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"არგენტინა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია და რომ მოიგებდა, ამაში 95%-ს ეჭვი არ ეპარებოდა, მაგრამ მინდა ვუთხრა ყველას, რომ საქართველო მართლა მოსაგებად გავიდა მოედანზე.

ძალიან სამწუხაროა, ასეთი ანგარიშით რომ წავაგეთ და გული ამაზე მწყდება.

მაგრამ ნუ დაგვივიწყდება, რა მიზანი გვქონდა ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნდა
ორი მატჩის მოგებაც, ჩვენ კი, რა მიზანიც გვაქვს დასახული - მიზანი მაქსიმუმი, ისევ იმ გზაზე ვდგავართ", - თქვა გორგოძემ.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე მორიგ მატჩს უკვე მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან, 2 ოქტომბერს გამართავს, 7-ში კი ბოლო შეხვედრაში ნამიბიას დაუპირისპირდება.

ბესიკ ჯანგავაძე ინგლისიდან
მკითხველის კომენტარები / 5 /
beslana ra sisuleleebs wer ra araperi gundi ar iyo argentina ?? imati xazis motamasheebi sheadare chvensas aba ? 10 nomeri daprinavda 5 jer gagvichra xazi . cota realuri azri dawere xolme uazrobebs ro wer
Jondi
14:25 27-09-2015
0
პასი სიჩქარეში რო უნდა მიიღო რით ვერ ისწავლეთ? ძნელია ბურთი ოდნავ წინ გაუგდო მოთამაშეს? პასს რო ათამაშებენ წინ რო უნდა აიწიო და ჩახურო არ იცით? მეორე ტაიმში ისე გამოხვედით თითქოს ვიღაცამ შესვენების დროს გცემათ. პირბელი ტაიმის ბოლოს კარგად იყო ყველაფერი მეგონა მოვიგებდით. ცოტა ხალისით ითამაშეთ თქვენ თავი მართლა ომში ხო არ გგონიათ?! მაგრა გამიტყდა მოსაგები თამაში წავაგეთ. დარწმუნებული ვარ ერთი ერთზე ნებისმიერი ქართველი ჯობდა არგენტინელს. ცოტა მხიარულად ითამაშეთ თამაშის ხალისით გვაჯობეს არგენტინელებმა. არაფერი გუნდი ეგ არ იყო ზელანდიასთან თამაშის დროსაც გამოჩნდა
Beslana
16:23 26-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული