შემოუშვით საქართველო! - Express და The Guardian "ექვს ერში" საჭირო რეფორმებზე

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ექვსი ერის პირველობის I ტურში იტალიის ნაკრები ძალიან ახლოს იყო სენსაციასთან - სტუმრად საფრანგეთის ნაკრების დამარცხებასთან, ამ გუნდს მაინც ძალიან ბევრი ბრძოლა მოუწევს საიმისოდ, რომ ტურნირზე კვლავაც ბოლო ადგილი არ დაიკავოს. კვირას ის ინგლისის ნაკრებს მასპინძლობს.

სწორედ იტალიელთა წარუმატებელმა გამოსვლამ და საქართველოს ნაკრების პროგრესმა წარმოშვა ევროპაში ექვსი ერის პირველობის რეორგანიზაციაზე დისკუსიები. მართალია, ოფიციალურად "ექვსი ერი" ცვლილებებს არ გეგმავს, მაგრამ დასავლურ მედიაში უკვე ისეთი ფონია შექმნილი, რომლის მიხედვითაც, ცვლილება ტურნირს ჰაერივით ესაჭიროება.

იტალიის ნაკრებმა 16-ჯერ იასპარეზა ტურნირზე და
10-ჯერ ე. წ. ხის კოვზი დაიმსახურა, რომელიც მაჩანჩალა გუნდს ერგება. ამიტომაც საქართველოს ნაკრების პროგრესის ყველაზე მეტად იტალიაში ეშინიათ.

The Guardian სწორედ ამაზე წერს: "იტალიელთა წარუმატებლობა ქართველთა მოთხოვნას ლეგიტიმურს ხდის. თუმცა, რა თქმა უნდა, "ექვსი ერის" მონაწილე ქვეყნების ფანებისთვის რომში ჩასვლა სტუმრად გაცილებით კომფორტული და სასიამოვნოა, ვიდრე - თბილისში".

"გარდიანთან" ინტერვიუში იტალიის ნაკრების ყოფილი მორკინალი კარლო დელ ფავა მოულოდნელად, საქართველოს ნაკრების ექვსი ერის გათამაშებაში მიღების მომხრე აღმოჩნდა: "მე საქართველოს "ექვს ერში" მიღების მომხრე ვარ. "ხუთ ერს" რომ არ მოეწადინებინა და ჩვენ არ მივეღეთ, ახლა იტალიური რაგბი ამ დონეზე არ იქნებოდა.

თუკი ფედერაციაში ადგილის დაკარგვის შიში აქვთ, მაშინ მათ სტრუქტურები შესაცვლელი ჰქონიათ. ეს რეფორმები კი ახლავე დასაწყებია. ასე რომ, გამოუშვით საქართველო".

იმავე თემაზე აქვს სტატია ბრიტანულ Express-საც. გამოცემა კატეგორიულია: "დროა, ევროპული რაგბი მოქმედებაზე გადავიდეს, დასახოს გეგმა ტურნირის "შვიდ ერად" გადასაქცევად და დაიწყოს თბილისთან კოორდინაცია".

ქართველები ერთა თასზე შაბათს პორტუგალიას ხვდებიან, მაგრამ მათ უპერსპექტივობა აწუხებთ. ბოლო ხუთი ერთა თასი საქართველოს ნაკრებმა მოიგო, მაგრამ რა - ისევ იმავე ტურნირში თამაშობს.

არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ნაკრებმა ზუსტად იმდენი თამაში მოიგო გასულ მსოფლიოს თასზე, რამდენიც ინგლისმა. და ეს ნაკრები ისევ დაკეტილი კარის წინ დგას.

მათ დაამარცხეს ტონგას ნაკრები, ხოლო ახალ ზელანდიასთან თამაშში გამოჩნდა, რომ მათი მეტოქე არც ისე უნაკლო იყო. ამ ყველაფრისთვის მათ მიიღეს მხოლოდ ორი ტესტმატჩი - კარდიფში და "მარიფილდზე".

არგენტინის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ "ლელოები" შესაძლოა, მომავალი "პუმები" გახდნენ, ისეთ პროგრესს მიაღწიონ".

გამოცემის აზრით, 7 ერი მხოლოდ ერთი კვირით გაახანგრძლივებს პირველობას, თანაც გუნდები უკვე თანაბარი რაოდენობის მატჩებს გამართავენ შინ და გარეთ.

"ვინმემ დუბლინურ ოფისში შესაძლოა, სკეპტიკურად იკითხოს, რა კომერციული მოგება უნდა მოიტანოს საქართველოს ჩართვამ ტურნირში, მაგრამ შეგახსენებთ, რომ "ლელოების" თამაშებზე ახლა 30 ათასი ადამიანი დადის და წარმოიდგინეთ, რა იქნება უელსის ან ინგლისის ნაკრების სტუმრობის შემთხვევაში", - ასკვნის გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 23 /
Chemis azrit chveni nakrebis progresis eshiniat da ara imitom rom komerciulad momgebiani ar ariso chemis azrit saqartvelos nakrebi rom miigon 6 ershi ert or weliwadshi dzalin did progres ganicdis saqartvelos nakrebi da amis eshiniat
Goga
17:42 19-02-2016
0
ინგლისურ კომენტარებს ვკითხულობ გუარდიანზე, რა შედარებაა თითქმის ყველა იგლისელი გულშემატკივარი მოითხოვს საქართველოს მიგებას 6 ერში. ადრე პირიქით იყო მასხოვს, ყველა უარზე იყო. მალადეც ჩვენი რაგბისტები. ამ ცელს ინგლისი დაიპრეს;)მგონი სანამ ნატოში ან ევროპაში მიგვიგებენ უკვე 7 ერში ვიქნებით ჰაჰა;).
vato
17:33 17-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული