"ბორჯღალოსნებმა" ფიჯისთან სტუმრად ისტორიული გამარჯვება იზეიმეს [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოკეანიის ტურნე ისტორიული გამარჯვებით დაასრულა - "ბორჯღალოსნებმა" ივნისის ტესტების ბოლო, მესამე მატჩში სტუმრად ფიჯის ნაკრები ანგარიშით 14:3 დაამარცხეს და მსოფლიო რეიტინგში მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს.

24 ივნისს, სუვაში, თბილისის დროით დილით გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარი გამოვიდა და ფრედ, 3:3 დასრულდა. ჩვენგან საჯარიმო მერაბ კვირიკაშვილმა გაიტანა.

შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" პირველივე შეტევა ლელოთი დააგვირგვინეს - ბურთი ფიჯელთა ჩათვლის მოედანში ლაშა ხმალაძემ დადო. "მეკომ" ვერ გარდასახა.
იხილეთ ვიდეო: ლაშა ხმალაძის ლელო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

დარჩენილ დროში ფიჯელებმა სტარტზე მოპოვებულ 3
ქულას ვერაფერი შემატეს, კვირიკაშვილმა კი ორჯერ გაიტანა საჯარიმო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 14:3.
იხილეთ ვიდეო: ფიჯი-საქართველო 3:14
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ოკეანიის ტურნეში მანამდე ორი ტესტი გამართა - სამოასთან ფრედ, 19:19 ითამაშა, ტონგას კი ანგარიშით 23:20 სძლია.

სამოა-საქართველო 19:19 - ფრე კუნძულებზე [VIDEO]
ტონგა-საქართველო 20:23 - ზღვა სიხარული ოკეანეში [VIDEO]

საქართველოს და ფიჯის ნაკრებები ისტორიაში მეორედ ეთამაშნენ ერთმანეთს - პირველად გუნდები 2012 წლის ნოემბრის ტესტებზე თბილისში დაუპირისპირდნენ და მაშინ ფიჯელებმა ანგარიშით 24:19 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრები:
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი ფრუიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე, 1. კარლენ ასეიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ირაკლი მირცხულავა, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.
მარქაფა:
16. შალვა მამუკაშვილი, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ლაშა ლომიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. საბა შუბითიძე.

იხილეთ სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია
მკითხველის კომენტარები / 99 /
მგონი მალე ჩვენ არ შემოუშვებთ 6 ერის გუნდებს ერთა თასზე :D
jigrebi xart bichebo!!!!
24 ივნისი 2016 09:32
0
მოუწევს მელიტონას თავის ლამაზ ოჯახთან ერთად საქართველოში სამუდამოდ დაფუძნება, ვატყობ მე.
gogi
24 ივნისი 2016 09:30
0
მოვგუდეთ ფიჯიც!!!
ფეხი არ გავანძრევიეთ ვაფშე - 3 ქულა მხოლოდ 3 ქულა !!!!!!!!!!
აზრზე ხართ???!!! მგლები გვყავს მგლებიიი!!! გილოცავთ ყველას!!!
ქართველი
24 ივნისი 2016 09:29
0
გახვრიტეს ყურები ფიჯის განახლებული გუნდით. ჩვენ რა ოპტიმალური შემადგენლობით ვიყავით? გორგოძე, მიქაუტაძე, ჩილაჩავა, ლობჟანიძე, კოლელიშვილი, მჭედლიძე ...
ჩამივიდეს კუდრაჭა იტალია და მის ბუმბულს 50 ათასი მაყურებლის თანდასწრებით გავატანთ ნიავს
მერაბი გ.
24 ივნისი 2016 09:24
0
გილოცავთ ყველას ამ გამარჯვებას. თუ ვინმემ იცით რამდენი ქულა მოგვემატება?
gg
24 ივნისი 2016 09:23
0
გენაცვალეთ ლომებო!!!
imereli
24 ივნისი 2016 09:23
0
ეს მართლაც დასაწყისია ჯერ. წინ სასწაული გველოდება და ეს 6 ერია. სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია. არაფერი გვესაქმება ეღთა თასზე. კიდევ რამოდენიმე წელიწადი და ბობოლა გუნდებთანაც დავიწყებთ ტოლსწორად თამაშს. ამის დიდი იმედი მაქვს... გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე გამარჯვებას. მადლობა ბიჭებს!
შოთა
24 ივნისი 2016 09:21
0
საუკეთესო მეორე ტაიმი! დაცვა შეუვალი. შერკინება, დერეფანი,რაკში ბრწყინვალე თამაში.
ყველა შეუდარებელი იყო!
მე ამაყი ვარ - რომ ქართველი ვარ!
ესენი დევები არიან!!!
შალვა
24 ივნისი 2016 09:19
0
მთელს საქართველოს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას! ბიჭებო გაიხარეთ. ნამდვილი გმირები და ლომები ხართ!!!
შოთა
24 ივნისი 2016 09:17
0
თქვენ გენაცვალეთ ჯიგრებშიიიიიიიიიიი!!!!
სირიგუ Mandela-ს
24 ივნისი 2016 09:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული