"ბორჯღალოსნების" რეკორდი - საქართველოს ნაკრებმა წაუგებელი სერია გაზარდა!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა წაუგებელი მატჩების სერია 9-მდე გაზარდა.

"ბორჯღალოსნებმა" ოკეანეთის ტურნეზე სამი მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 2 მოგება და 1 ფრე წამოიღეს.

ჩვენი ნაკრების წაუგებელი სერია 2015 წლის მსოფლიოს თასიდან იწყება, სადაც "ბორჯღალოსნებმა" ნამიბიას ნაკრებს მოუგეს. შემდეგ მოდის ხუთი გამარჯვება რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ფრე სამოასთან და მიყოლებით დამარცხებული ტონგა და ფიჯი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, გამთენიისას, საქართველოს ნაკრებმა ფიჯი ანგარიშით 14:3 დაამარცხა.

- "ამ შედეგის მისაღწევად ოთხი კვირის განმავლობაში ყველამ დღე და ღამე იმუშავა"
- ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს! - "ბორჯღალოსნები" გამარჯვების შემდეგ
მღერიან [VIDEO]

- "ბორჯღალოსნებმა" ფიჯისთან სტუმრად ისტორიული გამარჯვება იზეიმეს [VIDEO+PHOTO]

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
ექვსო ერო მოვდივართ!!! იტალიამ კი ააცვას იქედან
Akaki
24 ივნისი 2016 16:43
0
ტონგას თავიდან მოვუგეთ მერე ზელანდიასთან და არგენტინასთან წავაგეთ და ბოლოს ნამიბიას მოვუგეთ და იქიდან იწყება ათვლა
AIA
24 ივნისი 2016 16:35
0
და სად წერია რომ სამოას მოვუგეთ?
გულშემატკივარი
24 ივნისი 2016 15:27
0
მსოფლიოს თასზე ტონგას მოვუგეთ და არა სამოას :)
xxx
24 ივნისი 2016 15:18
0
ნამიბიადან იწყება
მებრძოლი ლაზი
24 ივნისი 2016 15:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული