მილტონ ჰეიგი: ეს იყო შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან გავუშვით

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა იაპონიასთან დღეს განცდილი მარცხის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

- საქართველო-იაპონია 22:28 - ათეული გადაიდო [VIDEO]

"ეს იყო შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან გავუშვით. ეს თამაში კარგად არის გასაანალიზებელი.

შემადგეგენლობით, რომელიც დღეს დავაყენე, ძალიან კმაყოფილი ვარ. კი, შეცდომები იყო, მაგრამ მათ გავაანალიზებთ, განვიხილავთ და გამოსწორებაზე ვიმუშავებთ. შეცდომები მაშინ მოსდის გუნდს, როდესაც მეტოქე წნეხში აქცევს და ზუსტად ეს მოხდა დღეს. მომწონს ეს შემადგენლობა.

თამაშის გარკვეული ასპექტებით, რის გამოც ეს შედეგი დაფიქსირდა, კმაყოფილი არ ვარ. რა თქმა უნდა, რთულია,
როცა რამდენიმე შეტევას ახორციელებ, ლელოს დადებასთან ახლოს ხარ, რამდენიმე წუთში კი მეტოქის შეტევის მოგერიება გიწევს. გულდაწყვეტილები ვართ, გასახდელშიც ვესაუბრე გუნდს... შეცდომებზე აუცილებლად ვიმუშავებთ.

მართალია, პირველ 20 წუთში ლელო მივიღეთ, მაგრამ ვუტევდით... იაპონია კი ის გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც ბოლო 20 წუთი ერთ ტემპში ჩაატარა.

ყოველი მოგებისა და წაგებისგან რაღაც ახალს სწავლობ. ეს არაა ჩვენი პირველი მარცხი, არც ბოლო - კიდევ მოვიგებთ და წავაგებთ, მაგრამ მიღებული გამოცდილება სწორად უნდა გამოვიყენოთ.

სამოასთან შეხვედრის წინ ბურთის მეტ კონტროლზე უნდა ვიმუშაოთ, მოთმინების უნარი გამოვიჩინოთ. საქართველოს მიზანი და გეგმა სწორედ ესაა - ბურთის მეტი კონტროლი, რადგან იმ მიზნისთვის, რომელიც გვაქვს, ეს აუცილებელია. ჩვენი მიზანი კი მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან კარგად თამაშია.

ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ სტადიონზე ძალიან კარგი ატმოსფერო იყო. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივარს. ერთ კვირაში სამოას ვეთამაშებით და ჩვენთვის მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა ჰეიგმა.
მკითხველის კომენტარები / 33 /
მე მგონი ძალიან თავდაჯერებულები გავიდნენე მოედანზე და ნახევარი მონდომებით და ძალით იტამაშეს, ეგონათ ადვილად მოვუგებთო, მაგრამ
0
zalian cudi tmahi.heizleba itkvas ususurebi viyavit,gavige rom janit vjobnit magram,sicrafehi xo dasacini gavxdit.mere kidev ratom atamahes kvirikashvili ra aucilebloba iyo .2 lelo moskiserzea,roca ateulhi ginda hesvla mahin neba ibozet da aarhiet motamasheebi.
halagaji
10:01 14-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული