გასულ უქმეებზე, საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში, როცა "კლერმონი" სტუმრად "ტულონს" ეთამაშებოდა, კოლელიშვილი მე-11 წუთზე დაშავდა.
ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მას მარჯვენა ფეხის მუხლის ჯვარედინი მყესი გაუწყდა. ამასთან ერთად, შიდა და გარე მენისკი განუვითარდა. ტრავმა ძალიან სერიოზულია და სასწრაფო რეკონსტრუქციულ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. ოპერაციას ცნობილი დასტაქარი ვილიამ ვან ჰილი გააკეთებს შატენარის კლინიკაში.
ცნობილია, რომ ასეთი ტრავმის მოსარჩენად 7-8 თვეა საჭირო, რაც ნიშნავს, რომ კოლელიშვილი წლევანდელ სეზონში მოედანზე გასვლას
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"