2006-07 წლებში დაბადებულმა მორაგბეებმა სხვადასხვა ქვეყნის ათ კლუბს გაუწიეს კონკურენცია და ოქროს მედლებიც მოიპოვეს, ხოლო 2004-05-წლიანებმა საპატიო მე-2 ადგილი დაიკავეს.
პატარა ლელოელებს ეროვნული ნაკრების ქართველი ლეგიონერები: ლაშა ლომიძე, ლევან ჩილაჩავა, რევაზ ბელქანია და გიორგი მენაბდიშვილი დახვდნენ, მენეჯერობა კი ილო კახოიძემ გაუწიათ.
როგორც "ლელო სარასენსის" ასაკობრივი გუნდების მწვრთნელები: სანდრო ქოიავა, გიორგი ჭყოიძე, ზურაბ ხორბალაძე და ერეკლე კამლაძე აცხადებენ, ფრანგი გულშემატკივარი აღფრთოვანებული იყო
პატარა ჩემპიონები სამშობლოში 4 ნოემბერს დაბრუნდებიან.