სენსაცია: რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა

AutoSharing Option
15 დეკემბერს სენსაციური განცხადება გააკეთა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა. ჯერ ირაკლი აბუსერიძემ მოხსნა კანდიდატურა, შემდეგ მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.

"საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე მივიღე გადაწყვეტილება, მოვხსნა ჩემი კანდიდატურა. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაციასა და დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ", - განაცხადა აბუსერიძემ.

"გაცნობებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის 2015 წლის 20 დეკემბერს საერთო ყრილობაზე გასამართ სრკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ვხსნი ჩემს კანდიდატურას.

ამ დღეებში საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა გამოაქვეყნებს ახალი ყრილობის ჩატარების ვადას, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება", - ეს უკვე ნიჟარაძის განცხადებაა.

შეგახსენებთ,
რომ რაგბის კავშირის ყრილობა 20 დეკემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაიდება. 
მკითხველის კომენტარები / 26 /
დარწმუნებული ვარ ქართული სარაგბო ოჯახი მტკიცედ დადგება ამ ძნელბედით ჟამს და არ დაუშვებს, რომ მავანთა ბინძურმა და პროვოკაციულმა ქმედებებმა სიტუაცია სერიოზულად არიოს და კონტროლიდან გამოიყვანოს. გულშემატკივრები გვიგულეთ თქვენს გვერდით! არ დავნებდეთ და არ დავანებოთ კაცური სპორტი არაკაცებს!!!
levani
16 დეკემბერი 2015 10:23
0
გია ნიჟარაძე აიძულო წავიდეს ამაზე დიდი მავნებლობა რა შეიძლება იყოს.საქართველო მაფიოზურ კლანურ მმართველობას უბრუნდება.
მრცხვენია
16 დეკემბერი 2015 10:13
0
ნიჟარაძე დავაბრუნოთ ხალხო!! საქართველო მან აჩვენა მსოფლიოს.მისი უდიდესი შრომა დასაფასებელია.რატომ დუმს გულშემატკივარი,არ დაუშვათ ნიჟარაძის გარეშე რაგბი.
ანა
16 დეკემბერი 2015 10:12
0
არაფერი არ იყო ჩასვრილი ახლა სვრიან.
fan.ge-ს
16 დეკემბერი 2015 09:54
0
რაგბი არის ჩვენი სიამაყე. ამ პერიპეტიებს ხალხი დიდი გულისყურით უყურებს. რამე არ შეგეშალოთ, თორემ ამას ხალხი არ გაპატიებთ!..
ქუთაისელი
16 დეკემბერი 2015 09:49
0
მართლა რა ხდება? ერთი რაგბიში მეგონა საქმე აწყობილი აქაც ჩასვრილი ყოფილა! რა გჭირთ თქვე კაი ხალხო?! გთხოვთ გააკეთოთ კომენტარები გარკვევით ისე, რომ არ დარჩეს არანაირი შეკითხვა!!!! ძალიან დიდია საზოგსდოების ინტერესი.
fan.ge
16 დეკემბერი 2015 09:37
0
რაგბი საქართველოში ერთი დიდი ოჯახია და ამ ოჯახს ვერაფერი ვერ დაანგრევს. ღირსეულმა კანდიდატებმა ღირსეული გადაწყვეტილება მიიღეს.
Gio
16 დეკემბერი 2015 09:31
0
ჯერ ეს ორი კანდიდატურა მაგრად მეუცნაურა, მერე განცხადება რაგბის კავშირის გვერდზე რომ მთავრობის პირები ერევიან და და ეხლა ეს.
vato
16 დეკემბერი 2015 06:27
0
ნიჟარაძის დარი მენეჯერი და პიროვნება სანაქტრელია ყველა ფედერაციისთვის. სირცხვილია, რაც ხდება. რაგბმა ეს ადამიანი უნდა შეინარჩუნოს... აუცილებლად!
tetoga
16 დეკემბერი 2015 05:30
0
სათაური ნორმალურად რომ შეარჩიოთ არა ?
სენსაცია იქნება ინგლისის ნაკრებს რომ მოვუგოთ
ეს არის ტრაგედია
სათაური
16 დეკემბერი 2015 01:45
0

სიახლეები პოპულარული