"პომებს" გამოცდილი ფელიპე კონტეპომი უკაპიტნებს

AutoSharing Option
საბრძოლო რაზმი დაასახელა არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო ფელანმაც.

"პუმები" ამ ტურნირში მეორედ იასპარეზებენ და ეცდებიან, შარშანდელზე უკეთესი შედეგი აჩვენონ.

არგენტინელებს სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მატჩში გამოცდილი შუამარბი ფელიპე კონტეპომი უკაპიტნებს.

"პუმების" რეალური კაპიტანი მარტინ ფერნანდეს ლობე ტრავმირებულია და, სავარაუდოდ, ის ოთხი ერის გათამაშებაში გუნდს ვერ დაეხმარება.

სანტიაგო ფელანმა გუნდის ძირითად შემადგენლობაში ორი ახალგაზრდა მორაგბე შეიყვანა. პირველხაზელი მატიას დიასი და მესამეხაზელი პაბლო მატერა ოთხი ერის გათამაშების დებიუტანტები არიან. მათ არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში წლეულს, ივნისში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზეს.

საინტერესოა, რომ
მგეზავი ხუან მარტინ ერნანდესი ფელანმა ფულბეკის პოზიციაზე გაამწესა.

მგეზავად კი ნიკოლას სანჩესი ითამაშებს, რომელიც არგენტინელთა ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა.

შარშანდელ გათამაშებაში "პუმებმა" სტუმრად "ბოკესთან" 6:27 წააგეს. საპასუხო მატჩში კი არგენტინელებმა მენდოსაში ფრეს მიაღწიეს - 16:16.

არგენტინა
15. ხუან მარტინ ერნანდესი, 14. გონსალო კამაჩო, 13. მარსელო ბოსხი, 12. ფელიპე კონტეპომი, 11. ხუან იმჰოფი, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. მარტინ ლანდახო. 1. ხუან ფიგალო, 2. ეუსებიო გუინასუ, 3. მატიას დიასი, 4. მანუელ კარისა. 5. პატრისიო ალბასეტე, 6. პაბლო მატერა, 7. ხუან მანუელ ლეგუსამონი, 8. ლეონარდო სენატორე.
16. ავგუსტინ კრევი, 17. ნაუელ ლობო, 18. ხუან პაბლო ორლანდი, 19. მარიანო გალარსა, 20. ხულიო ფარიას კაბეჯო, 21. ტომას კუბელი, 22. სანტიაგო ფერნანდესი, 23. ჰორასიო აგუჯა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული