რაგბის წესებში ცვლილებაა

AutoSharing Option
რაგბის საერთაშორისო ფედერაციამ (IRB) საბოლოოდ დააკანონა ახალი წესი, რომლის თანახმადაც, თამაშის დროს შექმნილი სადავო მომენტისას მატჩის მთავარ მსაჯს ექნება უფლება, სტადიონზე დამონტაჟებულ დიდ მონიტორზე განმეორებით ნახოს სადავო სიტუაცია და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

მიუხედავად ამ კანონის ამოქმედებისა, ვიდეო-რეფერი მაინც შეინარჩუნებს თავის ფუნქციას და თუ სტადიონზე ტექნიკური პრობლემების გამო ვერ მოხერხდება მომენტის გამეორება ან დიდ ეკრანზე ჩვენების შედეგად გამოსახულება ბუნდოვანი იქნება - ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებას სწორედ ვიდეო-მსაჯი მიიღებს.

ახალი წესი უკვე დაეგზავნათ ყველა ქვეყნის რაგბის ფედერაციებს და ძალაშიც შევიდა. ასე რომ, მიმდინარე
ოთხი ერის გათამაშებაში ეს ნოვაცია განხორციელდება.

გიორგი ბარბაქაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული