ავსტრალიელი მორაგბე ასოზე კბენისთვის 8 მატჩით დასაჯეს [VIDEO]

AutoSharing Option
ავსტრალიელ მორაგბეს, ენტონი უოტსს, რომელიც ადრე "სიდნეი რუსტერზის" ღირსებას იცავდა, მეტოქე გუნდის მორაგბისთვის ასოზე კბენის გამო 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

ინციდენტი პირველ სექტემბერს მოხდა, როცა მისი გუნდი "ტაგან სიჰოკსი" "ბაილემბილ ჯეტს" ეთამაშებოდა.

თავად უოტსმა ეს ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი მოწყობილია.

"კაპი მქონდა და ამას ვერ გავაკეთებდი. ეს ბრალდება სასაცილოა, მაგრამ ახლა ამით ცხოვრება მომიწევს. ვიცი, რომ ეს არ გამიკეთებია, მაგრამ ახლობლები არ მიჯერებენ.

ახლა ალბათ ყველას ამ ინციდენტის გამო ვემახსოვრები, თუმცა ამის დასამტკიცებელი არაფერი არსებობს.

ეს პირველი შემთხვევა
არაა, როცა მოთამაშეები ყალბ ბრალდებებს მკიდებენ. ყოველთვის ვიღაცა მერჩის. რატომღაც, როცა ჩემ წინააღმდეგ არღვევენ წესებს, ამას დასჯა არ მოჰყვება, მაგრამ როცა მე ვიზამ რამეს, ამაზე უმალვე რეაგირებენ",
- თქვა უოტსმა.

უოტსს სახელი ნამდვილად გატეხილი აქვს და არამხოლოდ ამ ეპიზოდის გამო. პოლიციას მორაგბე აღრიცხვაზე ჰყავს აყვანილი. ადრე ის ბაიკერთა ბანდებს შორის ჩხუბში მონაწილეობის გამო საზოგადოებრივი სამუშაოებით იყო დასჯილი. ასევე, უოტსი იარაღის უკანონოდ შენახვისთვის და მეგობარ გოგონაზე ძალის გამოყენებისთვის იყო ბრალდებული.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
წლის ფოტო - "წითელმა ურჩხულმა" მეტოქე ბურთიანად ხელში აიტაცა და ირბინა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული