ტურნირში გამოსვლა დაასრულა მასპინძელმა ინგლისის ნაკრებმა, რომელმაც ურუგვაის ათი ლელო დაუდო - 60:3 და საბოლოოდ A ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ამ ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო ავსტრალიამ, რომელმაც უელსს ანგარიშით 15:6 სძლია. ტურნირის მეოთხედფინალში სწორედ ეს გუნდები გავიდნენ.
ერთი მატჩი გაიმართა B ჯგუფში, რომელშიც სამოამ დიდი ბრძოლა გაუმართა შოტლანდიას და პირველი ტაიმიც მოუგო (26:23), თუმცა მეორე ნახევარში საწადელს მაინც ბრიტანელებმა მიაღწიეს - 36:33.
ამრიგად, უკვე ცნობილია მსოფლიოს თასის
B ჯგუფის ბოლო მატჩი დღეს გაიმართება - ერთმანეთს იაპონია და აშშ დაუპირისპირდებიან. დღესვე ბოლო მატჩები გაიმართება C და D ჯგუფებში.
C ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდიდოდა, მეოთხედფინალში უკვე გასული არგენტინის ნაკრები ნამიბიას შეხვდება, ხოლო D ჯგუფში ერთმანეთს იტალია-რუმინეთისა და საფრანგეთი-ირლანდიის შეხვედრები გაიმართება.