ლიდერების დიდებული დაპირისპირება და ფერსტაპენის მნიშვნელოვანი გამარჯვება მაიამიში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 8 მაისს, მაიამიში ფორმულა 1-ის მორიგი ღონისძიება გაიმართა.

კვალიფიკაცია შარლ ლეკლერმა ("ფერარი") მოიგო, მე-2 პოზიციაზე კარლოს საინსი ("ფერარი") გავიდა, სამეული კი მაქს ფერსტაპენმა ("რედ ბული") შეავსო.

რბოლის დაწყებისთანავე საინსმა სტარტი ჩააგდო, რითაც ნიდერლანდელმა ისარგებლა და "მონეგასკს" უკან ამოუდგა. მე-9 წრეზე ჩემპიონობის 2 კანდიდატი ერთმანეთს ტრეკზე დაუპირისპირდა. ფერსტაპენმა რამდენიმე ცრუ მანევრის შემდეგ ლეკლერი ჩამოიტოვა და პირველი ადგილიც ხელიდან აღარ გაუშვა.

41-ე წრეზე "ალფატაურის" ფრანგი პილოტი პიერ გასლი ლანდო ნორისს ("მაკლარენი") დაეჯახა, რის გამოც ბოლიდებს წინ უსაფრთხოების მანქანა ჩაუდგათ, ნიდერლანდელის "მონეგასკთან"
7-წამიანი უპირატესობა კი წამში გაქრა და მოქმედ ჩემპიონს თავი ამჯერად რამდენიმეწამიანი ინტერვალიდან უნდა დაეცვა და დაიცვა კიდევაც. შარლი ბოლო წამამდე გახსნილი ფრთით მაქსისთვის გადასწრებას ცდილობდა, თუმცა "რედ ბულის" პირველი ნომერი ამის საშუალებას არ აძლევდა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.

მაიამის გრან-პრის ქულები:

1. მაქს ფერსტაპენი ("რედ ბული") - 26 ქულა (1 ქულა სწრაფი წრისაა)

2. შარლ ლეკლერი ("ფერარი") - 18 ქულა

3. კარლოს საინსი ("ფერარი") - 15 ქულა

4. სერხიო "ჩეკო" პერესი ("რედ ბული") - 12 ქულა

5. ჯორჯ რასელი ("მერსედესი") - 10 ქულა

მიმდინარე ქულები

1. შარლ ლეკლერი - 104 ქულა

2. მაქს ფერსტაპენი - 85 ქულა

3. სერხიო პერესი - 66 ქულა

4. ჯორჯ რასელი - 59 ქულა

5. კარლოს საინსი - 53 ქულა

მომდევნო ღონისძიება ბარსელონაში 22 მაისს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული