ნიკ კირგიოსის გადაგდებულ ბურთს ვიდეოშარჟები მოჰყვა [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ გაიმართა რომის მასტერსის მეორე წრის შეხვედრა ავსტრალიელ ნიკ კირგიოსსა და რუს დანილ მედვედევს შორის. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ავსტრალიელს 3 სეტის თამაშის დასჭირდა რუსის დასამარცხებლად. საბოლოოდ კირგიოსმა იმარჯვა - 6:3, 3:6, 6:3.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში სანახაობრივი მომენტი ბევრი იყო, ერთი შემთხვევა განსაკუთრებული აღმოჩნდა. მეორე სეტის მიმდინარეობისას ნიკ კირგიოსმა ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ გადააგდო. ამ მოქმედებას კი სასაცილო ვიდეოები მოჰყვა.

პირველი ვიდეო ჟურნალ Racquet-ის დამფუძნებელმა მეთიუ უილისმა შემოგვთავაზა.



ამას მოჰყვა ეპიზოდი "სიმსონებიდან".


შემდეგი იყო Tennis TV.



ბოლოს კი ნიკ კირგიოსს ალეკსანდ ზვერევი შეუწყვილეს.



ნუ, როგორც უნდა იყოს, ავსტრალიელმა გამარჯვება მოახერხა და რომის მასტერსის მე-3 წრეში 20 წლის ნორვეგიელ კასპერ რუუდს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული