ბასილაშვილის მწვრთნელი: საშინელი სეზონი გვქონდა, თუმცა ამდენი პრობლემის ფონზე...

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელმა მწვრთნელმა იან დე ვიტმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ავსტრიულ საჩოგბურთო გამოცემა tennisnet.com-ს.

Sportall.ge ინტერვიუს ქართველი მკითხველისათვის საინტერესო ნაწილის თარგმანს გთავაზობთ.

"ორმაგი განცდები მაქვს სეზონის მიმართ. ემოციურად რომ განვიხილო, საშინელი სეზონი გვქონდა. ვერ მივაღწიეთ დასახულ მიზნებს, ვერც თამაშის ხარისხის და ვერც შედეგების მხრივ. ყველაფრის გაკეთება რომ მოგვეხერხებინა, რაც დავგეგმეთ, ჩვენს მიზნებთან უფრო ახლოს ვიქნებოდით. დიდი მიზნების მიღწევას მაშინ მოვახერხებთ, თუ დიდი პერიოდის განმავლობაში შეუწყვეტლივ ვარჯიშს შევძლებთ.

რეიტინგში პოზიციები დიდად არ გვანაღვლებს. ჩვენი მიზნები დიდი ტურნირებისკენ მიემართება, გრანდ სლემებისკენ. ჩვენ
გვინდა, რომ ძალიან კარგები ვიყოთ, თუმცა ამ წელს ეს ვერ შევძელით. ამისათვის საჭირო იყო, ნიკოლოზს დიდი ხნის განმავლობაში წყვეტების გარეშე შეძლებოდა ვარჯიში. თუ ამას მოახერხებ, შესანიშნავი ჩოგბურთის თამაშს შეძლებ. დანილ მედვედევი ამის კარგი მაგალითია. მწამს, ეს ნიკოსაც შეუძლია, თუმცა წელს ვერ მოვახერხეთ. სწორედ ამიტომ არ ვარ კმაყოფილი 2019 წლით.

თუმცა, მეორე მხრივ, ძალიან ბევრი პრობლემა გვქონდა და ამის მიუხედავად, 20-ეულთან ახლოს ვართ. ჩოგბურთელს არ უნდა დავუკარგოთ ის, რასაც რთულ სიტუაციებში აკეთებდა. ეს ძალიან კარგი ნიშანია და ეს მხდის თავდაჯერებულს, რომ 2020 წელს უფრო სახიფათოები შეგვიძლია ვიყოთ.

არასდროს ვფიქრობ წარსულზე. ამ სეზონში ძალიან ბევრი მატჩი იყო, რომლებიც არ უნდა წაგვეგო. მინდა 2020-მა წელმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გარეშე ჩაიაროს. ამ შემთხვევაში მატჩებს სინანულით აღარ შევხედავთ. არ ყოფილა ამ წელს შეხვედრა, რომლის შემდეგ ვიტყოდით: "დიდი შესაძლებლობა გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ". ვიმეორებ, ძალიან ბევრი თამაში იყო, რომლებიც არ უნდა წაგვეგო, თუმცა უამრავი შეცდომა დავუშვით. მაგრამ განსაკუთრებული და გადაულახავი ამაში არაფერია."

მკითხველის კომენტარები / 4 /
28-ში პარიზის მასტერსს იწყებს!!! ისევ ალბოტს ხვდება პირველ წრეში!!! მეორე წრეში მეტოქე ფედერერია!!! ძნელ ბადეში მოხვდა ისევ!!! წარმატებები!!!
დათო
17:16 26-10-2019
1
იან დე ვიტი გერმანელია. just saying
ჰექტორ
12:41 25-10-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული