39 წლის ლეგენდა დამარცხებულია! ოსაკა ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრალიის ღია პირველობის პირველი ფინალისტი იაპონელი ნაომი ოსაკა გახლავთ, რომელმაც ამ ტურნირის 7-გზის გამარჯვებული სერენა უილიამსი 2 სეტში 6:3 6:4 დაამარცხა. 

პირველ სეტში უპირატესობა რამდენჯერმე შეიცვალა. პირველივე გეიმში სერენამ მეტოქის მოწოდების ართმევა შეძლო, თუმცა ნაომიმ 1:2-ზე ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი კიდევ ერთხელ მოიგო უილიამსის ჩაწოდება. ამით პირველი სეტი ლოგიკურ 6:3-მდე მიიყვანა. 

რაც შეეხება მეორე სეტს, ამჯერად პირველივე ჩაწოდება ამერიკელმა ლეგენდამ წააგო, თუმცა მისი აღმოფხვრა 3:4-ზე შეძლო. თითქოს სერენა თამაშში დაბრუნდა, მაგრამ ბოლო ჩაწოდების დროს დამაჯერებლობა დაკარგა და იაპონელმა ჯერ
5:4 გახადა, შემდეგ კი ფინალის საგზურიც მოიპოვა. 

ოსაკა ფინალში მუჩოვასა და ბრედს შორის გამარჯვებულს შეხვდება.


altნადალმა 2 -სეტიანი უპირატესობა გაანიავა და ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული