დღეს, 5 იანვარს, ATP CUP-ზე ერთმანეთს საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

თავდაპირველად კორტზე ალექსანდრე მეტრეველი (570) გამოვიდა. ჩვენებური მიხეილ პერვოლარაკისთან (399) 3:6 2:6 დამარცხდა.

შემდეგ მოედანზე საქართველოს 1-ლი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (22) ვიხილეთ, მისი მეტოქე კი კლასიფიკაციის მე-4 ნომერი სტეფანოს ციციპასი გახლდათ. როგორც იცით, "ბასილას" ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, თუმცა გარისკა და სახელოვან მეტოქესთან სათამაშოდ გამოვიდა, თუმცა მე-5 გეიმში, სავარაუდოდ, სუნთქვის პრობლემა შეექმნა და ასპარეზობაზე უარი განაცხადა. თუ ამ შეხვედრიდან გამოვალთ და ისე ვიფიქრებთ, კიდევ უფრო მეტად დასანანია ეს ყველაფერი, რადგან სეზონი სულ მალე იწყება (17 იანვარს ავსტრალიის ღია პირველობა), ნიკა კი ოპტიმალური ფორმისგან ძალიან შორსაა; მაგრამ მისი გამოცდილებიდან და სათამაშო კლასიდან გამომდინარე, იმედია, ყველაფერი სულ მალე დალაგდება.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არც სტეფანოსს ესიამოვნა და მატჩისშემდგომ ინტერვიუში ისაუბრა:

"არ ვიცი, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ძალიან რთულია, როდესაც მზად 100%-ით არ ხარ და თამაშობ. მე მისი კარგად მესმის. წყვილთა თანრიგში აუცილებლად ვითამაშებ".

ბერძენმა სპორტსმენმა მადლობა ასევე კორტზე დამსწრე ქართველ გულშემატკივრებსაც გადაუხადა, რასაც ოვაციები მოჰყვა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში მესამე შეხვედრაც დათმო (ამ მომენტისთვის 0:2 ბერძნებთან), დასკვნითი მე-3, წყვილთა თანრიგის დაპირისპირება კი თბილისის დროით 13:20 საათზე დაიწყება. რაც შეეხება მონაწილეებს, ქართველთა მხრიდან ალექსანდრე ბაკში და სანდრო მეტრეველი ითამაშებენ.

ბასილაშვილმა სონეგო დაამარცხა და ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ავსტრალია
ბათუმის "დინამომ" საყრდენი ნახევარმცველი დაიმატა
ფუტსალი | საქართველოს ნაკრების მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდში
სარდალაშვილი ულან-ბატორის ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - საფრანგეთი
"მათ ფეხბურთის თამაში არ უყვართ" - სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელი ჩეხეთის ნაკრებზე
შენგელიას "ბარსელონამ" ესპანეთის ფინალური სერია ვალენსიაში გამარჯვებით დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 5-3 სამგურალი. ქეცბაია იწყებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის!
[VIDEO] სამხრეთ აფრიკამ ჩეხეთთან ფრეს მიაღწია
პერესი ოცნების ასახდენად უკან არაფერზე დაიხევს - ცნობილი გახდა, რამდენს შესთავაზებს "ბაიერნს" ოლისეს სანაცვლოდ
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-1 გაგრა. შეწყვეტილი სერიები
დიდი გზის დასაწყისი — თბილისში „მილანის“ ოფიციალური კემპი წელსაც გაიხსნა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ირლანდია
"იბერია 1999"-მა ბრაზილიელი მცველი დაიმატა
ირაოლას ინიციატივით - "ლივერპული" მუნიოსს იმატებს
[PHOTO] ტელევიზიით არ აჩვენეს - აშშ-ში მოედანზე შიშველი ქალი შევარდა
კონატე "რეალის" ფეხბურთელი გახდა
"არსენალი" ბარკოლას თაობაზე პსჟ-სთვის წინადადებას ამზადებს
მუნდიალის 1-ლი ტური: მესის დიდება, რონალდოს ბრალეულობა და დემბელეს უკან დახევა
"ბრძოლის შემდეგ, პირველი ეს იკითხა" - ილია თოფურიას მენეჯერი