ქართველი მოცურავის კომენტარი, რომელმაც ერთ ტურნირზე 4 ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
დუბაიში გამართულ ღია პირველობაზე ცურვაში, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა და რეკორდსმენმა ირაკლი რევიშვილმა, 4 ოქროს მედალი მოიპოვა.

Sportall.ge რევიშვილს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა.

"ეს შეჯიბრი ჩემთვის მთავარი არ იყო, მაგრამ მაინც შევძელი 400 მეტრ თავისუფალ ყაიდაზე სეზონში ჩემი საუკეთესო შედეგის ჩვენება. ამით კიდევ ერთხელ სათავეში ჩავუდექი საქართველოს ნაკრებს.

ტურნირში ემირატების სხვადასხვა კლუბებიდან 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა და ამ კლუბებში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ვარჯიშობენ.

ჩემი საუკეთესო შედეგი და საქართველოს რეკორდია 3,56,05, რომელსაც შევეცდები, რომ ზაფხულისთვის განვაახლო.

ჩემთვის ვარჯიში ძალიან რთულია. იმიტომ, რომ თან
სკოლაში მწვრთნელად ვმუშაობ. უდიდეს შრომას ვდებ ყოველ ვარჯიშზე და დღის რეჟიმი ძალიან გადატვირთული მაქვს.

რაც შეეხება შემდეგ ტურნირს, 12-13 მაისს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო აუზზე Hamdan sport complex-ში გამოვალ, ხოლო მაისის ბოლოს რუმინეთის ღია ჩემპიონატი დაიწყება.

აგვისტოში კი ქალაქ გლაზგოში ევროპის ჩემპიონატზე გავემგზავრები", - გვითხრა ირაკლი რევიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ირაკლი გილოცავთ, გისურვებ წარმატებებს. ოლიმპიადაზე შემთხვევით არავინ არ ხვდება და იმედი გვაქვს მესამედაც მოიპოვებ ლიცენზიას და ქვეყანას კიდევ მრავალჯერ ასახელებ.
დათო
13:14 29-04-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული