
გოდერძი ბერდელიძე ატაცში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა!
ალბანეთში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის გუნდიდან ფიცარნაგზე წარმატებას პირველივე დღეს პირველივე ძალოსანმა მიაღწია.
გოდერძი ბერდელიძემ (55 კგ.) ატაცში 111/114 კგ. დასძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.