შოთა მიშველიძემ ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე შოთა მიშველიძემ (67 კგ) საქართველოს ნაკრებს სამივე სინჯის - ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი შესძინა!

მიშველიძემ ატაცში 135/139/142 კგ დაძლია და ოქროს მედალი დაისაკუთრა! ძალოსანმა აკვრაში 165 კილოგრამის ძლევით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ორჭიდის ჯამში მოგროვილი 307 კილოგრამით კი ვერცხლის მედალს დაესაკუთრა!

აღსანიშნავია, რომ ძალოსანმა 61 კგ წონითი კატეგორია შეიცვალა და 67 კილოგრამში ეს მისი პირველი ასპარეზობაა.

მიშველიძემ ატაცის ოქროს მედალთან ერთად საქართველოს რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა, რომელიც შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე გოგა ჩხეიძემ
დაამყარა.

ჩხეიძემ ატაცში 131/134/137 კგ დაძლია და მე-4 ადგილი დაიკავა. ჩხეიძემ აკვრაში თავი 155/159 კილოგრამს გაართვა და მე-6 პოზიციაზეა, ორჭიდის ჯამში მოგროვილი 296 კილოგრამით კი მე-4 ადგილზე გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მაგარია ყოჩაღ მადლობა ქართველი ხალხი ყოველთვის დააფასებს ამ უდიდეს გმირობას წინ ბევრი წარმატებები გელოდებათ გაიხარეთ უფალი გფარავდეთ.
კახა
04:11 31-05-2022
1
არცერთი დღე უმედლოდ! გოდე და შოთი ყოჩაღ! ზოგადად კარგია ბიჭებო, ასეა გააგრძელეთ! და ბოლო დღეს კიდევ თქვენ დაწყებულ საქმეს ჩვენი დევგმირი დააგვირგვინებს!
ბს
02:36 31-05-2022
0

სიახლეები პოპულარული