ძმის კვალდაკვალ საბა ასანიძემაც მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა: "სამი ოქრო მყავს სახლში!!!" - რას წერს გიორგი ასანიძის მეუღლე

AutoSharing Option
ძმის კვალდაკვალ საბა ასანიძემაც მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა: "სამი ოქრო მყავს სახლში!!!" - რას წერს გიორგი ასანიძის მეუღლე.

ალ­ბა­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე იუ­ნი­ორ და 23 წლამ­დე ძა­ლო­სან­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რმა, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის, გი­ორ­გი ასა­ნი­ძის ვაჟ­მა კახი ასა­ნი­ძემ 2 ოქ­რო­სა და 1 ვერ­ცხლის მედ­ლით (U23) ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნო­ბა გუ­შინ იზე­ი­მა. დღეს კი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მის­მა ძმამ - სა­ბა­მაც მო­ი­პო­ვა.

მის ან­გა­რიშ­ზე 2 ოქ­რო­სა და 1 ვერ­ცხლის მე­და­ლია! ალ­ბა­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე იუ­ნი­ორ ძა­ლო­სან­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე U20 ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის, მალ­ხაზ ლომ­თა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ფი­ცარ­ნაგ­ზე 81
კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ორი წევ­რი გა­მო­ვი­და. ატაც­ში საბა ასა­ნი­ძემ 140/144/146 კი­ლოგ­რა­მი დაძ­ლია და ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­ი­პო­ვა! ძა­ლო­სან­მა აკ­ვრა­ში 175/182 ძლე­ვით ოქ­როს მე­და­ლი და­ი­სა­კუთ­რა! ასე­ვე უმაღ­ლე­სი სინ­ჯის მე­და­ლი აქვს ორ­ჭი­დის ჯამ­ში მოგ­რო­ვი­ლი 328 კი­ლოგ­რა­მი­თაც. ნი­კო­ლოზ ესარ­თი­ამ 137/141 კგ დაძ­ლია და ატაც­ში მე-6 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. ძა­ლო­სან­მა აკ­ვრა­ში თავი 171/177 კი­ლოგ­რამს გა­არ­თვა და მე-4 ად­გი­ლი ერგო, ორ­ჭიდ­ში მოგ­რო­ვი­ლი 318 კი­ლოგ­რა­მით კი - მე-5.

გი­ორ­გი ასა­ნი­ძის მე­უღ­ლე თეა კო­ტუა სოცი­ა­ლურ ქსელ­ში ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს და წერს:

"სამი ოქრო მყავს სახ­ლში!!! პირ­ველ რიგ­ში Giorgi Asanidze შენ მინ­და მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დო ამ ყვე­ლაფ­რის­თვის, ამ ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის მერე ვუხ­დი ჩემს შვი­ლებს Kaxi Asanidze Saba Asanidze მად­ლო­ბა, დე, რომ მყავ­ხართ და ჰყავ­ხართ ქვე­ყა­ნას".

წყარო: ambebi.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
სიმართლეს დავწერ: ნაცების გვერდით ყოფნით ის დიდი სიხარული რაც ოლიმპიური ჩემპიონობით მოგვანიჭა ცოტა გამიცივა მის მიმართ მაგრამ ეხლა ასმაგად მადლიერი ვარ ასეთი კარგი შვილების აღზრდისათვის გაიხარეთ ორივეს ოლიმპიური ოქროთი დაგემშვენოთ გულ-მკერდი გილოცავთ ოჯახს და სრულიად საქართველოს.
კახა
20:40 21-10-2022
4
სააკაშვილის პერიოდი რომ ყოფილიყო, წინა ხელისუფლების წარმომადგენელს გააჭაჭანებდა რომელიმე თანამდებობდაზე? რამდენი დაფიქრებულა ამაზე? ვხედავთ, რომ კაცი პროფესიონალია თავისი საქმის, გავიზარდა ჩემპიონები, და ძალიან სამართლიანია რომ მის საქმეს აკეთებს. წარმატებები ასანიძეს და ჩვენს ყველა ძალოსანს!
ქუთაისელი
12:54 21-10-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული