საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტად მერაბ ბაზაძე აირჩიეს

AutoSharing Option
დღეს, ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა.

ხმის უფლების მქონე 47 დელეგატიდან, ყრილობას 40 დაესწრო.

ხმათა აბსოლიტური უმრავლესობით, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტად ორი წლის ვადით მერაბ ბაზაძე აირჩიეს.

არჩეულ იქნა ფედერაციის გამგეობის 19 პირიც, სადაც შევიდნენ პრეზიდენტი მერაბ ბაზაძე, საპატიო პრეზიდენტი იური ოსიპოვი, პრეზიდენტის მრჩეველი არჩილ გოგელია და ვიცე-პრეზიდენტები: ირინე სხირტლაძე და როსტომ აბაშიძე, გენერალური მდივანი ნინი ჯერენაშვილი, რეგიონული ფედერაციების პრეზიდენტები და ვეტერანი მოფარიკავეები.

altქართველი მოფარიკავეები მსოფლიო თასზე წარმატებით გამოდიან


მომზადებულია საქართველოს ფარიკაობის

ოფიციალური გვერდის მიხედვით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული