This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების მერვედფინალში ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან მოულოდნელად 14:15 დამარცხდა.
მეთვრამეტე ნომრად განთესილმა ამერმა ბაზაძეს დაძაბულ ბრძოლაში სძლია, თუმცა ქართველი მიიჩნევდა, რომ მსაჯების გადაწყვეტილება უსამართლო იყო და დიდხანს და უშედეგოდ აპროტესტებდა. ის ამბობდა, რომ მოწინააღმდეგემ ხუთი შეცდომა დაუშვა და არბიტრების გადაწყვეტილება სირცხვილი გახლდათ.
სანდრომ 1/16-ფინალში მექსიკელ ხიბრან საეს 15:6 მოუგო, თუმცა შემდეგ მარცხი განიცადა და მედლებისთვის ბრძოლას ვერ შეძლებს.
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი