პეტრ ჩეხმა სადებიუტო მატჩში ბულიტი მოიგერია და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის ჰოკეის ჩემპიონატზე პეტრ ჩეხის წარმატებული დებიუტი შედგა.

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ჩეხმა ჰოკეის თამაში "გილფორდ ფენიქსში" დაიწყო და "სუონდონ ვილდკეტსის" 3:2 დამარცხებაში დაეხმარა.

აღსანიშნავია, რომ ჩეხმა ბულიტი მოიგერია.

მან 39-ე ნომრიანი მაისურით ითამაშა. ჩაფხუტის ერთ მხარეს "არსენალის", ხოლო მეორეზე "ჩელსის" ემბლემა ჰქონდა გამოსახული.

ჩეხი, ამავდროულად, "ჩელსის" ტექნიკური მრჩეველია.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული