რევაზ ჭანტურია და ირაკლი კბილაშვილი EHF თასზე

AutoSharing Option
რევაზ ჭანტურიასა და ირაკლი კბილაშვილის კლუბი, სკოპიეს "მეტალურგი" EHF თასის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში 19:24 დამარცხდა სლოვენიაში, "ველენიესთან". საპასუხო შეხვედრა 24 ნოემბერს გაიმართება მაკედონიაში.

ორი მატჩის გამარჯვებული გავა რანგით მეორე ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე. პირველი მატჩი სლოვენიაში ორივე ქართველმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. კბილაშვილმა ერთი გოლი გაიტანა, ჭანტურიამ შეუცვლელად ითამაშა და თავი 3 გატანილი ბურთით გამოიჩინა.

"მეტალურგმა" პირველი ტაიმი 11:10 მოიგო, შესვენების შემდეგ კი სწრაფად ჩამორჩა მასპინძელ გუნდს და 19:24 დამარცხდა, თუმცა, საპასუხო მატჩში შანსებს ინარჩუნებს.

ხელბურთი. EHF თასი. მესამე შესარჩევი
რაუნდი, პირველი მატჩი

ველენიე (სლოვენია) - მეტალურგი (მაკედონია) 24:19

მეტ: დუპიაჩანეცი, გიორგიესკი - ტანკოსკი 4, ჭანტურია 3, მარიჩი 3, პოპოვიჩი 3, სერაფიმოვი 3, კბილაშილი 1, იაგურინოვსკი 1, ლაზარევსკი 1, არსენოვსკი, დოდიჩი, კონდევი, მარკოსკი, მლადენოვიჩი, შილეგოვი

მომზადებულია geohandball.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული