რევაზ ჭანტურიასა და ირაკლი კბილაშვილის გუნდი EHF-ის თასის გათამაშებას გამოეთიშა

AutoSharing Option
რევაზ ჭანტურიასა და ირაკლი კბილაშვილის კლუბმა, სკოპიეს "მეტალურგმა" EHF თასის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე მატჩში 23:23 ითამაშა სლოვენიის "ველენიესთან"  და შეჯიბრებას გამოეთიშა.

სლოვენიურ კლუბს პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე 24:19 ჰქონდა მოგებული, საპასუხო თამაშის პირველი ნახევრის შემდეგ კი "მეტალურგი" 13:10 იგებდა. თუმცა, ისევე, როგორც პირველ მატჩში, მეორე ნახევარში "ველენიემ" უკეთ ითამაშა, სასურველ ფრეს მიაღწია და ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

"მეტალურგის" შემადგენლობაში ორივე ქართველმა ითამაშა, რევაზ ჭანტურიამ კი სამი დარტყმიდან 3 გოლი გაიტანა.

მაკედონიის ჩემპიონატში "მეტალურგმა" 33:31 დაამარცხა სკოპიეს "ვარდარის" ახალგაზრდული გუნდი და
11 მატჩიდან 9 მოგება, 2 ფრე და 29 ქულა აქვს. "მეტალურგი" ქულით ჩამორჩება ლექსო წითელიშვილის "ოჰრიდს", რომელმაც 2 მატჩი მოიგო (რადოვიში 37:27, პელისტერი 28:20) და 30 ქულით ლიდერობს, თუმცა "მეტალურგს" თამაში მარაგში აქვს.

ხელბურთი. EHF თასი. მესამე შესარჩევი რაუნდი, მეორე მატჩი

"მეტალურგი" (მაკედონია) - "ველენიე" (სლოვენია) 23:23 (პირველი თამაში 19:24).

მეტ: დუპიაჩანეცი, გიორგიესკი - ტანკოსკი 6, პოპოვიჩი 5, მარიჩი 4, ჭანტურია 3, ლაზარევსკი 3, არსენოვსკი 1, იაგურინოსკი 1, სერაფიმოვი, კბილაშვილი, დოდიჩი, კონდევი, მარკოსკი, მლადენოვიჩი, შილეგოვი

მომზადებულია geohandball.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული